განხილვა:ზურა ყიფშიძე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სათაური გასწორდა უახლესი ფილმების ტიტრებზე დაყრდნობით. მაგ. იხილეთ youtu.be/Iml48a2JwHI--GagaVaa 17:54, 11 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაგა, უკაცრავად, მაგრამ ეს ძალიან ცუდი ჩვევა გაქვს! ისეთი სტატიები გადაგაქვს განხილვის გარეშე, რომელთა სათაურებმაც შეიძლება აქ ორაზროვნება გამოიწვიოს. შეგეძლო ჯერ აქ დაგედო ეგ ლინკი და გვემსჯელა. ვიღიმიMikheil მიწერა 18:08, 11 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები, მიხეილ. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:23, 11 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები მიხეილს და ჰენრის მეც. --JABA 1977 18:24, 11 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ბოლო დროს ტიტრებში უაზრო ფსევდონიმებსაც წერენ, „კუსა“, „ბუსა“ „ქეთუსა“ და მისთანებს. საკმარისია მსახიობმა სთხოვოს მემონტაჟეს, როგორ სურს ტიტრებში გამოჩენა და სულ ეგაა. — Mikheil მიწერა 18:27, 11 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ რომ 50-იან წლებში ბავშვს ზურა-ს ვერ დაარქმევდნენ სახელებზე არსებული მკაცრი ცენზურის გამო. --JABA 1977 18:37, 11 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ეროვნული ფილმოგრაფია ზურაბ ყიფშიძეს წერს. ზურას ახლობლები ეძახიან, ეს კი ენციკლოპედიაა. სიჩქარე საჭირო არ არის. დაელოდეთ სხვების აზრს. - ოთოჯი განხილვა 18:41, 11 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

პასპორტის სახელი არ არის აუცილებელი ძირითადი იყოს. საზოგადოდ ცნობილია როგორც ზურა და არა ზურაბ. შეგიძლიათ იხილოთ უკანასკნელი ფილმები და თეატრალური აფიშები მარჯანიშვილის თეატრში. რათქმაუნდა არ იქნება სწორი გავაკეთოთ ბორის ივანიშვილი, არკადი პატარკაციშვილი, ბრედლი პიტი ან ჯეიმს მორისონი, ლაპარაკი არ მაქვს საერთოდ ბორის აკუნინის ან აკა მორჩილაძის იმ მიზეზით გადატანაზე სხვა სახელზე, რომ ასე პასპორტში არ უწერიათ, ლინკებზე თუ მიდგა საქმე საკმაო რაოდენობის ლინკები დევს სადაც ზურათია მოხსენიებული და კიდევ 3 000 ლინკს დავდებ. გთხოვთ დაასაბუთოთ რატომ დაბრუნდა ჩემი გადამისამართება, რომელიც დასაბუთებული მქონდა ლინკებით და წინააღმდეგ შემთხვევაში დააბრუნოთ უკან— GagaVaa 21:57, 11 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თუ მსახიობი ქეთუსას ან ბუსას დაირქმევს რათქმაუნდა ჩვენც ქეთუსათი ან ბუსათი მოვიხსებიებთ. იმედია ქეთევან თოფურიაზე არ გადავიტანთ გვერდს, რადგან კომუნისტების დროს დაიბადა და ქეთას ჩაწერა არ შეიძლებოდა:)))-GagaVaa 22:01, 11 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ეროვნული ფილმოგრაფია მგონი კარგი წყაროა იმისთვის, რომ ზურაბ ყიფშიძეზე დარჩეს სტატია. პოსტერები და ბანერები სანდო წყარო არ არის. - ოთოჯი განხილვა 09:44, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ეროვნული ფილმოგრაფია რატომ არის სხვა წყაროზე უპირატესი უკაცრავად??? საქმე მარტივადაა და ნუ გიყვართ გართულება ადამიანი ტავის თავს უწოდებს ზურას და ყველგან ასე მოიხსენიებს. წყაროები არის საკმარისზე მეტი. რატომ ჯიუტობთ?--GagaVaa 10:35, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

საქმე მთლად მარტივადაც არ არის. მხოლოდ ინფორმაციისთვის - ეროვნულ ფილმოგრაფიაში ვიკიპედიის მუშაობის სტილი არაა, საკმაოდ ბევრი შემოქმედი მასთან თავად თანამშრომლობს და ასე ხდება ბაზის შედგენა. ისე კი, არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებიც. მაგ., აქ ზურაბი წერია (გადაცემის დასაწყისში). --Henry McClean განხილვაწვლილი 10:40, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი ის რომ ადამიანი ოფიციალური სახელიტ გამოჩნდა ტიტრზე გასაკვირი არ არის. მე უბრალოდ ძალიან მარტივად მივუდექი საკითხს ეს კაცი ბევრად უფრო ცნობილია, როგორც ზურა ვიდრე ზურაბ, განსხვავებით მაგალითად ზურაბ წერეთლისგან. შეგიძლია მითხრა რაზე ვკამათობთ? როგორც ზურაბ ისე არის უფრო ცნობილი თუ პასპორტში არ უწერია ზურა?

აქვე ალბათ დაგაინტერესებთ არაპასპორტული სახელების მქონე პირების მცირე ჩამონათვალი:)))):

  • დოდო აბაშიძე
  • ვერიკო ანჯაფარიძე
  • ნიკო გომელაური
  • ვანო სარაჯიშვილი
  • კახი კალაძე
  • კოტე მახარაძე
  • ვასო გოძიაშვილი
  • თათული დოლიძე
  • ლიკა ქავჟარაძე
  • ნანკა კალატოზიშვილი
  • ტასო აბაშიძე
  • ია სუხიტაშვილი
  • გოგი ქავთარაძე--GagaVaa 10:49, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ამას სრულიად შემთხვევით წავაწყდი, რადგან წყაროს ოფიციალურობაზეღა იყო საუბარი მემგონი ეგეც დასრულდა ხო?--GagaVaa 05:58, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე ვთვლი, რომ იჩქარე. ჩვენ არ გვქონია განხილვა და კონსენსუსი, ამიტომ უნდა განვიხილოთ და - 1. დარჩეს ამ სახელზე. 2. გადატანილი იქნას უკან და უმჯობესი იქნება, ყველამ საბოლოო აზრი დააფიქსიროს, რომ აღარ შევეხოთ ამ კონკრეტულ სტატიას. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:06, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

რადგან ცნობადობაზეა, პირადად მე (და ეროვნული ფილმოგრაფია) ზურა ყიფშიძის სახელით ვიცნობ ამ მსახიობს.— G.G. 07:32, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, განვიხილოთო კი ამბობთ მაგრამ რა არის განსახილველი ეგ ვერ გავიგე. საკამათო თემა რა არის თქვით და ვიკამათოთ? წყაროების დიდი უმეტესობა, მოიხსენიებს როგორც ზურა, მათ შორის: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, imdb, ქართული კინოს მონაცემთა ბაზა. ზოგად საზოგადოებრივ ცნობადობაზე შეგვიძლია დავეყრდნოთ გუგლის და იუტუბის ძებნის შედეგებს. თვითონ თავს მოიხსენიებს, როგორც ზურა შეგიძლიათ იხილოთ უახლესი ფილმების ტიტრები და თეატრალური აფიშები. კონტრარგუმენტი რა არის ამხელა გვერდის განხილვაზე არ ჩანს. დაასახელეთ ერთი მაინც და განვაგრძოთ განხილვა.--GagaVaa 07:43, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე კი გეთანხმები (ზოგადად პრინციპზე, თორემ ამ შემთხვევაში ზურა უფრო გამოყენებადია თუ ზურაბი კონკრეტული აზრი არ გამაჩნია.), მაგრამ მაშინ როდესაც სტატია მაგდალინა ანიკაშვილი გვაქვს ვიკიში, ფაქტია რომ მაგ პრინციპზეც არასდროს შევთანხმებულვართ. ეგ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია და ალბათ ფორუმზე განსახილველიც.--Tornike 09:22, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ყოველივე ეს ვიკიპედიის სპეციფიკიდან გამომდინარეობს, როგორც ინტერნეტ-რესურსისა, იმის გათვალისწინებით, რომ ხალხი ინფორმაციის მოძიებისას როგორც წესი საძიებო სისტემებს მიმართავს. მახარაძე ახსენეთ და ქსე-ში კონსტანტინეთია შესული, თუმცა იქვე ფრჩხილებში კოტე აწერია. რა, ახლა გახდა კოტე და საბჭოთა დროს კონსტანტინე ?. გაგასთვის ზურაა და ჩემთვის და ბევრისთვის ზურაბი, მაშ რა ვქნათ ? უნდა ვისწავლოთ სხვათა აზრის პატივისცემა ! ასეთი სადავო საკითხები ჯერ საფუძვლიანად უნდა იქნეს განხილული და შემდეგ გადაწყდება გადავა თუ არა სტატია ახალ სათაურზე. ახლა ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტია რას მივანიჭოთ უპირატესობა, ოფიციალურ სახელს, ზედმეტსახელს თუ სხვა. ლოგიკურია თუ ფორუმში გადავა ეს განხილვა. რატომ ფორუმი ? იმიტომ, რომ სტანდარტიზაცია ირღვევა. - ოთოჯი განხილვა 11:29, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ერთადერთი რაშიც გეთანხმებით ის არის, რომ ეს ნამდვილად ზოგადი პრობლემაა, მაგრამ მე მხოლოდ ახლა დავაკვირდი. ნუ მაგდალინა ანიკაშვილი თავისთავად სასაცილოა, მაგრამ არამგონია ამ თემის გატანას ფორუმზე რაიმე აზრი ქონდეს. პასპორტის სახელის ძირითად სახელად დაწერას ზუსტად ორი კაცი დაუჭერს მხარს და ყველამ ვიცით ეს ორნი ვინ იქნებიან. მემგონია საკმარისი იქნება აქვე მივიღოთ გადაწყვეტილება არაა ეს თემა ისეთი რომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს. მაგალითად ერთ რაიმეს დავამატებ დარწმუნებული ხართ რომ პასპორტში ზურაბ არ უწერია? მაგალითად ბაბუაჩემს მერაბ ეწერა პასპორტში, ჩემს მეგობარს კი რომან უწერია. მსგავსი ლაფსუსებიც ხდებოდა და საერთოდ სისულელეა ამ თემაზე ლაპარაკი 2pac რადგან მეტსახელია არ უნდა გამოვიყენოთ და ტუპაკ შაკური დავარქვათ სტატიას? ან ლექს-სენი მეტსახელია და ალექსანდრე კოვზირიძე დავარქვათ სტატიას? ნუ ბორის აკუნინი და აკა მორჩილაძე უკვე ვახსენე, ფეხბურთელი დავიდ სილვა ძირითად გვარად დედის გვარს ატარებს მაგრამ პასპორტში მამის გვარი უწერია და დავიდ ხიმენესზე გადავიტანოთ? რათქმაუნდა თუ ვიცით პიროვნების პასპორტული სახელი და სტატიაში მივუთითებთ ეს მშვენიერი იქნება, მაგრამ ეს აუცილებლობა არაა. პელეს პასპორტული სახელი რომ არ გვქონდეს მითითებული რაიმე დაშავდება?--GagaVaa 12:08, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
თემასთან კავშირში არაა, მაგრამ ლაფსუსები ახსენე და დარწმუნებული ხარ, აღარ ხდება? მე მიხეილ ჩამიწერეს შარშან, იუსტიციის სახლში, არაფერმა არ გაჭრა და დავდივარ სახელდამახინჯებული. — Mikheil მიწერა 12:27, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მშვენივრადაც, რომ არის კავშირში. შენ რომ ახლა ვიკიზე გვერდი გაგიხსნან და მიხეილი ბაგრატიონი (გვარი არ ვიცი მაგრამ სავარაუდოდ გამოვიცანივიღიმი) დაარქვან სტატიას სწორი იქნება? თან უტყუარ წყაროდ დასკანერებული პირადობის მოწმობის ლინკიც, რომ მიუთითონ? ერთი ხოხმაც გავაძრე ინგლისურ ვიკიზე ჩვენი სახელოვანი მწვრთნელის გვერდზე ასეთი რამე წერია Temuri "Temur" Ketsbaia is a Georgian football manager and former player. ადრე სტატიის ძირითადი სახელიც Temuri Ketsbaia იყო. ნუ რისგან არის გამოწვეული თქვენთვის მომინდია მაგის ანალიზი--GagaVaa 12:52, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გვაქვს ორი ქართული წყარო მითითებული, სადაც ორივე წყარო ზურაბ ყიფშიძეთი მოიხსენიებენ. ჩემი აზრით სტატია უნდა დაუბრუნდეს ძველ სათაურს ზურაბ-ს. ვეთანხმები Otogi-ს--ცანგალა 13:57, 20 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]