განხილვა:ზვიად გამსახურდია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (6 აპრილი, 2009).

ზვიად გამსახურდიას ეგრეთწოდებული „რეაბილიტაცია“ არსით მანკიერი და საბჭოთა წარმომავლობის ტერმინია (არ გამიგია ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში). მით უმეტეს, რომ „ვარდყვავილოვანი“ რეაბილიტაციის დროს კი არ გააუქმეს ზვიადისა და კანონიერი ხელისუფლების სხვა მომხრეების წინააღმდეგ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ უკანონოდ აღძრული სისხლისსამართლის საქმე - არამედ ხელახლა განიხილეს... სხვა მხრივ კი გამოიყენეს „ამნისტიები“ და ეგეთები...


ადმინისტრაციის საყურადღებოდ: ვიღაცას სტატია გაუფუჭებია -- საჭიროა აღდგენა და ბანი დამზიანებელს


ბატონ ბესარიონს ! აღვადგინე 20 აგვისტოს ვერსია, რაც წაშლამდე იყო. ეს უკვე მეორე სტატიაა დაზიანებული ანონიმი ავტორის მიერ. თუ კიდევ განმეორდა მსგავსი ქმედებები, გამოვიყენებ იმ უფლებას, რაც მაქვს ვიკიპედიის წესების თანახმად.


ანონიმ ავტორს ! წაშლა არ არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან (ვიკიპედიაში იგი კვალიფიცირდება, როგორც ვანდალიზმი). თუ რამეში არ ეთანხმებით სტატიის ავტორს, შეგიძლიათ განიხილოთ სადავო საკითხი მასთან ერთად ან, კონსენსუსის შეუძლებლობის შემთხვევაში, სტატიაში შესაბამისი ფორმით დააფიქსიროთ განსხვავებული მოსაზრება (თქვენ ამის უფლება გაქვთ).


ავთანდილ


  • ბატონებო: პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაიღუპა საქართველოს კანონიერ, ლეგიტიმურ პრეზიდენტად 1993 წლის დეკემბერში - არავითარი ლეგიტიმური და კანონიერი საფუძველი ან დოკუმენტი იმის სამტკიცებლად, რომ დაღუპვის მომენტისათვის იგი არ იყო საქართველოს პრეზიდენტი არ არსებობს! ამდენად 1992 წლის მითითება მისი პრეზიდენტობის ბოლო თარიღად ნიშნავს მხოლოდ-და-მხოლოდ ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური სამხედრო გადატრიალების მესვეურთა მონაჭორებიათვის დაჯერებას და მხარდაჭერას.

--ბპგ 16:09, 13 სექტემბერი 2005 (UTC)[უპასუხე]

გადამუშავება[წყაროს რედაქტირება]

სტატია საჭიროებს დამუშავებას. ვეცადე ყველა ზეცართავები როგორიცაა "ეროვნული, ანტიეროვნული, კანონიერი, ლეგიტიმური" და ა.შ. სადაც არ იყო საჭირო ამომეღო და ნამეტანი ოდიოზური ფრაზები მომეშთო. ბატონო ბესარიონ, დიდ პატყივს გცემთ ქართული ინტერნეტის და შრიფტების განვითარებაში ღვაწლისთვის, მაგრამ ვიკიპედია პოლიტიკური პროპაგანდის არენა არ არის.

საჭიროა სტატია შეივსოს სამაჩაბლოს ომით, (რატომღაც ბატონ ბესარიონს დაავიწყდა ამ ომის ხსენებაც კი), ეკონომიკური კრიზისით, რუსეთს ბლოკადა რომ გამოუცხადა გამსახურდიამ, სუფთა ძაღლი ყეფს ქარავანი მიდისო ეგ იყო. ეთნიკური უმცირესობების უფლებების შეზღუდვებით, მოკლედ უნდა აიხსნას თუ რატომ მოხდა ქვეყანაში მისი პოპულარობის მწვავე ვარდნა 91 წლის 31 მარტიდან 2 სექტემბრამდე და 2 სექტემბრიდან თბილისის ომის დაწყებამდე არაერთი ოპოზიციური მიტინგი იყო დარბეული.

მე იმ პერიოდში საკმაოდ მცირეწლოვანი ვიყავი და ყველაფერი კარგად არ მახსოვს, ამიტომ ვერ დავწერ. ანალიზი კი საერთოდ არაა საჭირო, ეს საქმე მომავალი თაობის ისტორიკოსებს მივანდოთ. --ტრულალა () 21:15, 13 სექტემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

სტატია ნამდვილად საჭიროებდა ზედმეტი პათეტიკისგან გათავისუფლებას, მაგრამ, ვერასგზით ვერ დაგეთანხმებით, რომ განსჯა და ანალიზი არ არის საჭირო: უკვე საკმაო დროა გასული იმისთვის, რომ ქართველი საზოგადოების წინაშე წარმოჩენილ იქნას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ობიექტური ხატება. რა თქმა უნდა, იყო საკმაოდ სერიოზული შეცდომები, მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქვეყნის სათავეში იდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან მოსული ძალა, რომელსაც არ ჰქონდა ქვეყნის მართვის გამოცდილება და, რომელსაც, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, აკლდა პოლიტიკისთვის აუცილებელი პრაგმატიზმი და პოლიტიკური ლავირების უნარი. ამასთან, არ არის მართალი, რომ 2 სექტემბრის შემდეგ სამხედრო გადატრიალებამდე (ეს იყო კლასიკური სამხედრო გადატრიალება და არა "თბილისის ომი") "არაერთი ოპოზიციური მიტინგი იყო დარბეული". არც ის შეესაბამება ბოლომდე სიმართლეს, რომ იზღუდებოდა ეთნიკური უმცირესობების უფლებები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ე.წ. "ეთნიკური კონფლიქტები" ყოფილი საბჭოთა იმპერიის სივრცეზე (ბალტიისპირეთში, აზერბაიჯანში, მოლდავეთში, საქართველოში, უკრაინაში) ინსპირირებული იყო საბჭოთა რეჟიმის სპეცსამსახურების მიერ და წარმოადგენდა სერიოზულ ბერკეტს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მებრძოლი რესპუბლიკების წინააღმდეგ სამოქმედოდ. სამწუხაროდ, სეპარატისტულ ძალებზე დაყრდნობით მათ მოახერხეს ამ ნაღმის აფეთქება შიდა ქართლში (დღეს თავად ის ძალები, რომლებიც თავის დროზე სეპარატისტების მხარეზე იყვნენ და იარაღით ებრძოდნენ საქართველოს, კარგად ხვდებიან მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს და ამჟამად მეტად კონსტრუქციულ მოღვაწეობას ეწევიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის). სამაგიეროდ, კრემლის ემისრებმა ეს ვერ მოახერხეს აფხაზეთში (იქ ყველაფერი აწეწა შევარდნაძემ სამხედრო გადატრიალების და საქართველოში ჩამობრძანების შემდეგ). ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზვიად გამსახურდია იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც თუნდაც სამი უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზებით (1. 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული და არასაბჭოთა საპარლამენტო არჩევნები; 2. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი და 3. ამ რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს) სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაწერა თავისი სახელი საქართველოს ისტორიაში. გარდა ამისა, იგი გახლდათ ბრწყინვალე მკვლევარი და ლიტერატორი. დღეს ეს ადამიანი სავსებით სამართლიანად განისვენებს მთაწმინდის პანთეონში. --ლევან ურუშაძე 16:31, 9 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

სტატიის ზოგიერთი მონაკვეთი ამოღებულია სხვა საიტებიდან, მაგ. http://www.ghn.ge/index.php?m=2&newsid=50020&catid=&date=2007.03.28, შესაბამისად თავიდანაა გადასაწერი სხვა ენით. აქვე ვინმეს თუ შეუძლია ოჯახზე ინფო შეავსოს, ან მასალა მოგვაწოდოს? გმადლობთ.--Rastrelli F 17:44, 17 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

მსურს ინფოს გადამოწმება: ზვიად გამსახურდიას
  1. მეუღლე - დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;
  2. მეუღლე - მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.


შემდეგი ბმულები დაბლოკილია სპამ ფილტრის მიერ:

  • [http://bpg.sytes.net/Simartle/default.asp?kwpl=%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&pg=1 ზვიად გამსახურდიას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლებრივი დევნა];
  • [http://bpg.sytes.net/Simartle/userfiles/file/Documents/zviad_gamsaxurdias_mimart_saqmis_sheckveta.pdf დადგენილება პირის მიმართ სისხლის სამსართლის საქმის და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ] - დოკუმენტის სრული ტექსტი;

Rastrelli F 08:16, 19 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

დოკუმენტები ხომ არ ამოგვეღო საერთოდ? რადგან არსებობს რესურსები ინტერნეტში, ამასთან ვიკიპედია არ არის კანონების, დადგენილებების და სხვა ოფიციალური დოკუმენტების შინაარსების თეკა. მართალია სტატია მხოლოდ ერთ კონკრეტულ დოკუმენტზე არაა, მაგრამ მაინც. R. 08:37, 19 ნოემბერი 2008 (UTC)

6 თვით ფსიქიატრიულში რომ იყო გამომწყვდეული 60-იანებში ეს არსადაა მითითებული? - ალ-ო     @ 16:16, 4 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გარდაცვალების ადგილი[წყაროს რედაქტირება]

ხიბულა წალენჯიხის რაიონია თუ ხობის? — მიხეილ მიწერა 11:57, 31 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მაგ სოფელს ხიბულა კი არა ძველი ხიბულა ჰქვია და ხობის მუნიციპალიტეტშია--დათო1010 12:01, 31 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჩვენ ყველგან სამეგრელოს მთიანი ნაწილი გვიწერია, წალენჯიხის რაიონი. — მიხეილ მიწერა 12:04, 31 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ხიბულა ხობის რაიონში მდებარეობს.--ოდაბადე (მიწერა) 12:38, 31 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ნობელის პრემია[წყაროს რედაქტირება]

1978 წელს გამსახურდიას ნობელის პრემიაზე ნომინაციის შესახებ ინფორმაცია არის სიცრუე და ამოიღეთ

1) ნობელის კომიტეტი არ გასცემს და არ აქვეყნებს ინფორმაციას არა მარტო ნომინანტების შესახებ, არამედ იმ ჯგუფების შესახებ რომლებმაც ნომინირება გაუკეთეს პიროვნებას ამ პრემიაზე მომდევნო 50 წლის განმავლობაში. ანუ მაგალითად ინფორმაცია თუ ვინ იყო კიდევ ნომინირებული და ვის მიერ, ან ნომინირებული კი იყო, მაგრამ ვერ გაიმარჯვა 1978 წელს საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება მხოლოდ 2028 წელს

2) ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკიდან მიღებული პასუხის თანახმად, ამერიკის კონგრესს როგორც ორგანიზაციას არ შეუძლია წარადგინოს კანდიდატი ნობელის პრემიაზე, არამედ კონგრესის წევრები შეიძლება მიწვეული იყვნენ ნობელის კომიტეტის მიერ, იმისათვის რომ წარადგინონ თავიანთი კანდიდატურა

3) კონგრესის ბაზაში ძებნის შედეგი ცხადყოფს იმას რომ ინფორმაცია იმის შესახებ რომ კონგრესის რომელიმე წევრის ანდა კონგრესმენთა ჯგუფის მიერ ვინმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე 1978 წელს, უბრალოდ არ არსებობს...

კონგრესის ბიბლიოთეკაში შეიძლება მოიძიოთ ინფორმაცია ჰელსიკის ჯგუფის, მისი ისტორიის და ჩამოყალიბების, წევრების - მათ შორის ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვების შესახებ, მაგრამ არცერთი სიტყვა 1978 წელს თუ სხვა დროს ამერიკის კონგრესის მიერ, თუ კონგრემენთა ჯგუფის მიერ ზვიად გამსახურდიას ნობელის პრემიაზე წარდგენის შესახებ არ არსებობს წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 146.255.241.202 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

შეტყობინებებს ვტოვებთ გვერდის ბოლოს. შესწორდა. --Henry McClean განხილვაწვლილი 05:15, 6 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

თანამდებობაზე ყოფნის დრო[წყაროს რედაქტირება]

თანამდებობაზე ყოფნის დროში 14 აპრილი, 1991 – 31 დეკემბერი, 1993 შეცდომაა. 1993 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა, მაგრამ მაგ დროს ის რეალურად პრეზიდენტი აღარ იყო რადგან უფლება-მოვალეობას ვეღარ ასრულებდა.--დათო1010 20:43, 22 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

@David1010: ეგ დეტალი რუსულ ვიკიშია კარგად მითითებული----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 06:35, 18 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეს საკითხი ჯერ კიდევ შეუთანხმებელია----ჯეო2007განხილვაწვლილი 16:36, 1 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები.--178.134.29.234 09:08, 8 აგვისტო 2021 (UTC)[უპასუხე]

კონგრესის რეზოლუცია დამოუკიდებლობაზე[წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები[2]. ეს ინფორმაცია არ არის სიმართლე, 1991 წლის 9 აპრილს სენატორმა ჯესი ჰელმსმა სენატის საგარეო კომიტეტს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, მაგრამ სხვა რაიმე ქმედება ამას აღარ მოჰყოლია. კონგრესის მიერ რეფერენდუმის შედეგების აღიარება არ მომხდარა. ჩაასწორეთ "search"%3A%5B"georgia"%5D%7D&r=1&s=8 სენატორ ჯესი ჰელმსის მიერ საგარეო კომიტეტისთვის წარდგენილი რეზოლუცია

პრეზიდენტის გარდაცვალების ადგილი სოფელი ძველი ხიბულა, სტატიაში მოხსენიებულია, როგორც ხობის რაიონის სოფელი. მაინტერესებს რომელი ფორმაა სწორი, ხობის მუნიციპალიტეტი თუ ხობის რაიონი.--ალიკო თარგამაძე განხილვაწვლილი 13:52, 5 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

@ალიკო თარგამაძე 2005–2006 წლებში რაიონები გადაკეთდნენ მუნიციპალიტეტებად, მაშასადამე, ამ წლებამდე არსებულ მოვლენებზე ვწერთ რაიონებს. გიო ოქრო 14:09, 5 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია.--ალიკო თარგამაძე განხილვაწვლილი 14:13, 5 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]