განხილვა:ვილნიუსი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „ვილნიუსი“ შეიქმნა ან გაუმჯობესდა
„ვმ საქართველოს“ კონკურსის „ქვეყნები და დედაქალაქები ვიკიპედიაში“ ფარგლებში.

ვილნიუსი, ლიტვის რესპუბლიკის დედაქალაქი დაარსდა 1353 წელს აღმოსავლეთ ლიტვაში, იქ სადაც მდინარე ნერისს მარცხენა მხრიდან მდინარე ვილია შეერთვის. ნერისი - ვერ მივხვდი რა მდინარეს გულისხმობ? ვილიას - ლიტვაში ეწოდება ნიარისი - ამას გულისხმობ? ვილია არის ნიამუნასის (ნემანი) მარჯვენა შენაკადი. --ცანგალა () 08:50, 15 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ცანგალა. მე აუცილებლად დავრეგისტრირდები და აღარ ვიქნები ანონიმური მომხმარებელი. ისე კი ცვლილებს ლიტვის მიმართ სულ მე ვაკეთებ. ასე რომ, სხვა მომხმარებლები ნამდვილად არ არიან ჯერჯერობით. სამწუხაროდ, მე კომპიუტერთან და ინტერნეტთანაც არცთუ ხშირი შეხება მაქვს, ამიტომაც ვცდილობ ინფორმაცია დავყარო ბლომად და მერე ვარედაქტირო თავისუფალ დროს. მაგრამ რა თქმა უნდა, არც ესაა სწორი. მართლა საშინელი და უთავბოლო რაღაცა გამოდის. აუცილებლად წავიკითხავ რედაქტირების ინსტრუქციას და უფრო კარგად გავაკეთებ. ახლა რაც შეეხება იმას, თუ სად მდებარეობს ვილნიუსი. 70–იან წლებამდე მთავარ მდინარეს ვილნიუსში ეწოდებოდა ვილია.დღეს მისი სახელია ნიარისი, რომელიც ნიამუნასს მარჯვენა მხრიდან შეერთვის კაუნასთან.ვილია კი ეწოდა მის მარცხენა შენაკადს ვილნიუსში, რომელსაც იქმადე ვილნიალე ერქვა. მე უნდა დამეწერა თავიდანვე ნიარისი და არა ნერისი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს სახელწოდება ლიტვურად კი იკითხება ნიარის–ად, მაგრამ იწერება Neris-ად და რთულია ყოველთვის გახსოვდეს ეს განსხვავება. (იგივე ნიამუნას–ი იწერება Nemunas-ად). მაგრამ ჩავასწორებ ამ შეცდომას. (ლიტვურ ენას დავუმატე ახლახანს მე ეს ინფორმაცია ასო E-ს წაკითხვის შესახებ). მინდა კარგი გვერდები გავაკეთო ბალტიისპირეთის შესახებ. მართლა ნამდვილი ენციკლოპედიის სახით და ვიწყებ ლიტვით. ჰოდა დავგრეგისტრირდები დღეს. ახალბედა ვარ და მადლობელი დაგრჩები, თუ დამეხმარები. პრინციპში მე ისიც კი არ ვიცი, თუ შენ (თქვენ)ვინ ხარ(თ). ჩემი სახელია აჩიკო, 23 წლის. თსუ–ს სტუდენტი

პასუხს და დახმარებებს მომავალში გავუწევ ამჟამად უკვე დარეგისტრირებულ მომხმარებელს--ცანგალა () 07:55, 17 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]