განხილვა:ვარსკვლავთკარიბჭის ქრონოლოგია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხრილად ხომ არ გამეკეთებინა? რას იტყოდით? ასეთი გამოვა:


სტატიაში მოცემულია მხოლოდ საკვანძო თარიღები.


ცხრილის სახელი
დრო მოვლენა
უცნობი ხანა ასეულობით მილიონი წლის წინ ალტერანი ხალხი ორ ბანაკად იყოფა – ორაიჯინებად (სხვაგვარად ორაი) და ძველებად. ამ გახლეჩას საფუძვლად უდევს ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი განსხვავებები.

ორაიჯინებს სჯერათ სარწმუნოების და იწყებენ ალტერანების მშობლიური გალაქტიკის დამორჩილებას.

მშვიდობისმოყვარე მეცნიერები, ძველები, დიდი ხომალდებით გადაიხვეწებიან მშობლიური გალაქტიკიდან, რათა თავი აარიდონ თანამოძმეებთან, ორაებთან, დაპირისპირებას და იწყებენ გალაქტიკიდან გალაქტიკაში მოგზაურობას. დაახლოებით ამავე დროს უნდა განეკუთვნებოდეს ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონება. მისი გამომგონებელი უნდა იყოს ამელიუსი, ერთ-ერთი ძველთაგანი, რომლის რვეულშიც ჩანს ვარსკვლავთკარიბჭის მონახაზები. ეს ეპიზოდი ნაჩვენებია 2008 წელს გამოსულ ფილმში „ვარსკვლავთკარიბჭე: ჭეშმარიტების კიდობანი“.

მილიონობით წლის წინ ძველები მოდიან ირმის ნახტომში და ვარკვლავთკარიბჭეთა ქსელს ჰქმნიან. ამყარებენ კავშირს (ოთხთა დიდთა რასათა ალიანსი) სხვა დიად ცივილიზაციებთან — ასგარდებთან, ნოქსებთან და ფურლინგებთან. სწორედ ირმის ნახტომში დაერქვათ მათ ძველები, ასე უწოდებდნენ მათ სხვა ცივილიზაციები წარმომადგენლები.

ირმის ნახტომიდან ძველების გაქრობა გამოიწვია უცნობმა სენმა, ჟამმა, რომელმაც თითქმის მთლიანად გაანადგურა მათი ციცვილიზაცია. ვინაიდან ამ სენის სიმპტომები ძალიან ჰგავს ქადაგთა მიერ ურწმუნოებში გავრცელებული ინფექციის სიმპტომებს, დანიელ ჯაქსონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ძველები ორაიჯინებმა დაასნებოვნეს რამეთუ ისინი ძველებს ისევ მტრებად თვლიან. განადგურებისაგან თავის დასაღწევად ძველები პეგასის გალაქტიკაში გადაიხვეწებიან კოსმოქალაქ ატლანტისის მეშვეობით. გადახვეწის წინ ისინი ახდენენ ირმის ნახტომში სიცოცხლის ხელახლა აღმოცენებას დაკარის წყალობით. ძველების პეგასში გადახვეწით ფაქტობრივ იშლება ოთხთა დიდთა რასათა ალიანსი.

კარგია :) - ალ-ო     @ 14:54, 3 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]