განხილვა:ვანო მერაბიშვილი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქაც იგივე რაც ბაჩანა ახალაიას შემთხვევაში. ყველა უბრალოდ ვანოთი მოიხსენიებს, პოლიტიკოსებიც და ჟურნალისტებიც. – BruTe () 13:41, 22 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

სტატიის ძირითადი სახელი უნდა იყოს ვანო მერაბიშვილი--დათო1010 13:57, 22 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე კი მგონია და დარწმუნებული ვარ ივანე უნდა იყოს. ა, წყაროც. --JABA 1977 15:37, 22 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გასაკვირი არაა, რომ ოფიციალური უწყება ოფიციალურ სახელს წერს (როგორც პასპორტში უწერია). ვანო - 606,000 შედეგი, ივანე - 68,300, - სხვაობა აშკარაა. იმაში არ შემიტანია ეჭვი, რომ პასპორტში ივანე უწერია. ის ვიგულისხმე რომ უფრო გავრცელებული ვანოა და ჩვენც უნდა გადავარქვათ. – BruTe () 16:36, 22 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაგ პრობლემის მოსაგვარებლად მარტივი წესია გადამისამართების გაკეთება, რაც უკვე გაკეთებულია. --JABA 1977 17:17, 22 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გადამისამართება სტატიის სათაურის მართებულობასთან არაფერ შუაშია. გადამისამართების მიზანი ისაა, რომ ვინც განსხვავებული სახელით მოძებნის, სწორ სათაურზე მოხვდეს. არც ლედი გაგა არის პასპორტში ჩაწერილი სახელი, მაგრამ ყველა ვიკიპედიაში ისეა შეტანილი როგორც გავრცელებულია. ბოლოს და ბოლოს ოფიციალური პოლიტიკაც ამას მოგვიწოდებს. :) – BruTe () 17:34, 22 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

სანდრო ხომ არ ფიქრობ რომ კურიოზული სიტუაცია იქმენება როდესაც წყარო ერთია და სათაური მეორე? --JABA 1977 17:51, 22 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

რომელი წყარო, საქართველოს მთავრობის საიტი? არ ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს ერთადერთი წყარო არაა, წყაროების უმეტესობაში კი ვანოთია მოხსენიებული ეს ადამიანი. – BruTe () 18:05, 22 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
სტატიის სათაური უნდა იყოს ის სახელი რომლითაც ის ცნობილია საზოგადოებაში და არა ის რომელიც მას პასპორტში უწერია. ეს კაცი ვანოთია ცნობილი და არა ივანეთი--დათო1010 19:47, 22 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჩამოვყალიბდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ვთქვათ, რატომ გვაქვს ტუპაკ ამარუ შაკური, როდესაც ყველგან Tupac Shakur არის? თანაც ეს (სავარაუდოდ) პასპორტის სახელია (ტუპაკ ამარუ II-ის პატივსაცემად დაარქვეს ასე), მაგრამ ყველა იცნობს უბრალოდ სახელ-გვარით, აღარაფერს ვამბობ ალბომებზე, სადაც უბრალოდ 2Pac წერია. ამავე დროს, ემინემის რეალურ სახელ გვარს არ ვწერთ სტატიის სათაურში. ანუ ორიენტირებიც აბნეულია. შემოხვალ ვიკიში და ერთ ადგილზე ერთი სტანდარტია, მეორე ადგილი - მეორე. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:55, 22 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

და მაგაზე უკეთესი წყარო რომელი გაქვს სანდრო? გაზეტები, ჟურნალები, ტელევიზია? მე ამაზე დავას აღარ ვაპირებ და ერთიდაიგივეს 9-ჯერ გამეორებას. საქმე სხვაც მეტია გასაკეთებელი. --JABA 1977 20:03, 22 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, უკეთესი რა კრიტერიუმით? აკადემიურობით? საქართველოს მთავრობის საიტზე უკეთესი პროფესიონალები მუშაობენ ვიდრე დავუშვათ, რადიო თავისუფლებაზე? ანდაც გაუგებარია, რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა წყაროთა უმცირესობას, როცა ოფიციალური პოლიტიკა გასაგებად გვეუბნება, უპირატესობა უფრო გავცელებულ სახელებს მიანიჭეთო. შენი საქმისა შენ იცი, შესაბამისად აღარც მე მომიწევს ერთიდაიმავის გამეორება. – BruTe () 20:13, 22 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
დოდო აბაშიძე, მიხო მოსულიშვილი, სანდრა რულოვსი, ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ პოლ ჯონსი, რობერტ ტრუჰილო, რობი უილიამსი, კლიფ ბარტონი, დეივ მასტეინი, ემინემი, ლედი გაგა — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია პპიროვნებებისა, რომელთაც, ვიკიპედიის პოლიტიკის თანახმად, საპასპორტო სახელების ნაცვლად გავრცელებული სახელები უწერიათ სათაურში. მე სათაურში „ვანოს“ დაწერას მივემხრობოდი. — G.G. 08:29, 23 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

სახელი შეიცვალა. – BruTe () 07:54, 24 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]