განხილვა:დინგფაროსანი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აღმოსავლური დინგფაროსანი (Gliydius blomhoffi), და პალასის დინგ. (Gliydius halyas) ამჟამად აღარ შედიან დინგფაროსანთა გვარში, ამიტომ სტატიიდან ეგ მონაცემები ამოღებულია.--Misho 04:54, 25 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

კითხვა: რატომ ენიჭება უპირატესობა ლათინურ, საერთაშორისო სახელს ქართულ სახელწოდებასთან შედარებით? ჩემი პასუხი: ინფორმაცია გველებზე ნათარგმნი თითქმის სულ რუსული წიგნებიდან, ენციკლოპედიებიდან და ა.შ მაქვს, სწორედ ამიტომ თავს ვერ დავდებ, რომ ჩემი თარგმანი სახელწოდებებისა ზუსტია.

მაგალითისთვის, თუჯისთავა დინგფაროსანი, რომელსაც სხვაგვარად მაკასინის დინგფაროსანი ეწოდება. თუჯისთავა ესე მე ვთარგმნე... იქნებ თუჯისთავიანი ან თავთუჯა... თავად ნახეთ, რამდენი განსხვავებული სახელითაა ცნობილი თითოეული სახეობა...ვერც კი მოსთვლით. ზოგი ასე იცნობ, ზოგი ისე... მაგალითისთვის ავიღოთ ყველასათვის ცნობილი ტერმინი ”გიურზა”. გველს ამ სახელით მხოლოდ კავკასიაში და შუა აზიაში იცნობენ. სხვაგან აღმოსავლურ გველგესლას, ბლაგვცხვირიანი გველგესლას სახელითაა ცნობილი. ამიტომ, პირადად მე მიმაჩნია, რომ საერთაშორისო, ლათინური სახელწოდებების გამოყენება ყოველთვის უმჯობესია --Misho 11:22, 25 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

თუ ქართულ სახელში დარწმუნებული არ ხარ ჯობია თარგმანი არ გააკეთო და მხოლოდ ლათინური დატოვო. და თუ ქართული სახელი ვიცით მაშინ ბმული ქართულს გაუკეთე და არა ლათინურს. ხოლო გადამისამართება ლათინურიდან ქართულზე. თუ რამდენიმე სახელი აქვს მაშინ კეთდება გადამისამართება მთავარ მეცნიერულ სახელზე (ქართულზე და არა ლათინურზე). მომხმარებელმა უნდა ისწავლოს მეცნიერული ქართული სახელი, სადაც წერია ლათინურიც. პირველ რიგში ქართული - ეს ხომ ქართული ვიკიპედიაა. --ცანგალა () 11:36, 25 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ხოდა....მეც ზუსტად მაგას ვაკეთებ, აი მაგალითად პითონებში ყველა ბმული ქართულზე გავაკეთე, იმიტომ, რომ ზუსტი ქართული სახელწოდებები ჩემთვის ცნობილია. პირადად ჩემს ნაწერში, სადაც შეხვდებით ლათინურ ბმულებს, ჩათვალეთ, რომ ზუსტი სახელი ჩემთვის ცნობილი არაა.... ხო მართლა, თუ სახელი არ არსებობს (თუ ქართულ ლიტერატურაში კონკრეტულ სახეობაზე ინფო. არ მოიპოვება) მაშინ ზუსტი სახელი როგორ უნდა გავიგოთ??? ვიღიმი --Misho 11:40, 25 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

სადაც ქართული არ ვიცით დატოვე მხოლოდ ლათინური. ქართულის ჩაწერის გარეშე და გასაგებია რომ არ ვიცით. ან ყველაფერს ჯობია რომ ლათინურს სქოლიო გაუკეთო და მიუთითო ქართული არ ვიცით. --ცანგალა () 11:48, 25 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

  • არც მთლად ისე ცუდადაა საქმე, რომ არ გამოვაჩინო ნათარგმნი სახელები. არაფერს არ ვიგონებ თარგმნისას ვაპაჭუნებ უბრალოდ როგორც მე მიმაჩნია სწორად ისე ვთარგმნი. კიდევ 1 რამ: თუ გინდათ, მენდეთ და ყველაფერზე ქართული ბმულები გავაკეთოთ, რადგან თუ არ არსებობს შესაბამისი ლიტერატურა, როგორ უნდა გავიგოთ ქართული სახელი?! თქვენი გადასაწყვეტია ვიღიმი --Misho 11:52, 25 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია ეს ის ადგილი არ არის, სადაც ქართულ დასახელებას ქმნიან. ყველაფერს თავისი ნორმები აქვს. და თუ ქართული სახელი არ არსებობს - ეს ჩვენმა მეცნიერებებმა უნდა შექმნან ყველა წესის დაცვით. ამას ვიკიპედია და მისი მომხმარებლები არ ასრულებენ. ნორმების დაცვა კი საჭიროა. და ძალიან არის საჭირო.ცანგალა () 12:39, 25 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]