განხილვა:დავით IV აღმაშენებელი
სექციების სია |
[რედაქტირება] განხილვა
პირველი, რაც ასე თვალში საცემია :.."საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა გვარის ჩამომავალი." ბაგრატიონთ გვარის ჩამომავალი არის ჩემი მეგობარი გიორგი ბაგრატიონი, ან რომელიმე შტოს არაოფიციალური გამგრძელებელი. სულაც მე ვარ ჯოხაძეთა გვარის ჩამომავალი. მეფეზე მგონი ნამდვილად ჯობია დავწეროთ: "ბაგრატიონთა დინასტიიდან", ან "ბაგრატიონთა სახლიდან"(როგორც ეს ინგლისურ ვერსიაში აქვთ ჩვენებს დაწერილი). ამასთან დავითი მოხსენიებულია "უდაოდ ყველაზე წარმატებულ ქართველ მონარქად" – ვისი შეხედულებით? ჩემთვის ყველაზე წარმატებული გიორგი ბრწყინვალეა, რა არაა?! ხო და მაშინ დავიცვათ მიუკერძოებლობა:"ერთ–ერთი ყველაზე....".
მეორე, ცოტა ღიმილის მომგვრელი დასათაურება აქვს სტატიას: წერია "ძლევამოსილი ომები" და "1121 აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ." მემგონი სადაო არაა რომ ბრძოლაზეა ლაპარაკი?! ცალ–ცალკეა აღმშენებლობა და საზოგადო მოღვაწეობა – რომელთა შინაარსიც არეულია.
და მესამე, რაც ყველაზე საწყენია სხვა ენებზე უფრო მეტი წერია ვიდრე ჩვენთან(ეს, კი რასაკვირველია ჩემით დაწყებული ჩვენი ბრალია და სწორედ ამის გამოსასწორებლად დავიწყე ამის წერა:)).
ყოველივე აქედან ვფიქრობ სტატიამ ამგვარი რედაქცია მიიღოს:
- დავით IV აღმაშენებელი (* 1073 ― † 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ....
- სათაურები დალაგდეს ასე და ამგვარად:
-
- გენეალოგია – ამას მე შევავსებ :))
- უფლისწულობა – (გნებავთ ..../)
- მეფობა
- რეფორმები
- სამხედრო კამპანია
- აღმშენებლობა
გთხოვთ გამოთქვათ აზრი, რათა საბოლოოდ შევიტანოთ ცვლილებები. პატივისცემით --Rastrelli 06:38, 26 ოქტომბერი 2007 (UTC)
- ოკ, მომხრე ვარ. "ძლევამოსილი" საერთოდ ამოსაღებია, მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს როგორი იყო. ომები და ბრძოლები ურთიერთჩანაცვლებულად არის გამოყენებული და არასწორია. მოკლედ, მე მგონი არავინ შეგედავება, თუ გაასწორებ, როგორც ზემოთ აღნიშნე. - ალ-ო გ / წ 06:55, 26 ოქტომბერი 2007 (UTC)
(მომხრე),
(მომხრე), კვლავ
(მომხრე) - ნამდვილად გეთანხმები Rastrelli, განხილვა:დიდგორის ბრძოლა 1121 - მაქვს გაკეთებული ჩანაწერი მხოლოდ ინფორმაციისთვის. ცანგალა (გ) 11:38, 26 ოქტომბერი 2007 (UTC)
- მგონი სტატია დასრულებულ სახეს ღებულობს
--Rastrelli F.B. 09:10, 17 იანვარი 2008 (UTC)
ამ ციტატაში მგონი შეცდომაა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“. - ა.
- გამორიცხული არა, თუმცა ამ სახით მე ორგან შემხვდა. რუქისთვისაც მოვიცლი უკვე :) ჰო მართლა, იმდღეს წავაწყდი ასეთ რამეს ვინმემ იცით რა არის? აწერია "darkwiki", იგივე ვიკია, ოღონდ შავად :)) --Rastrelli F.B. 20:36, 11 თებერვალი 2008 (UTC)
- me vifiqre raime punqtuacia tu iko gamotovebuli, magram mgoni scoria. shavi fonit vebgverdebi axali modaa (ase vtqvat) - energoefeqturia - shavi feris gamosaxuleba ekranze nakleb energias moixmars. google-is shavi versiac aris. a.
აი, როგორ დამშვენდა სტატია ერთობლივად! როგორც ამას დევიზი გვეუბნება:
გახსოვდეთ, საუკეთესო სტატიები ვიკიპედიის რედაქტორების ერთობლივი ნამუშევარია.
დავითის თანამედროვე ლიპარიტ მეხუთე იყო და არა ლიპარიტ მეოთხე, ლიპარიტ მეოთხე ბაგრატ მეოთხის თანამედროე იყო და გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში
[რედაქტირება] დროშა
დროშით რომ იწყება სტატია, რაღაც მახინჯდება. ეს დროშა სადმე ქვემთ უნდა იყოს, სტატია დავითზეა და არა დავითიან დროშაზე. და კიდევ, ეს დროშა მე არ მინახავს არსად და არც გამიგონია ასეთი დროშის არსებოობა... საიდანაა ამოღებული? — დათო 17:07, 5 მარტი 2010 (UTC)
- მართალია - წყარო! R. 07:41, 15 მარტი 2010 (UTC)
[რედაქტირება] სომხეთის კნეინა
სომხეთის კნეინა, სომეხი კნეინა – არ არის სალიტერატურო ქართული. იხ. განხილვა:დემეტრე I --Zolokin განხილვაწვლილი 10:45, 4 აგვისტო 2010 (UTC)
[რედაქტირება] სახელთან დაკავშირებით
ვიკიპედია:გვერდების სახელები ამის მიხედვით სტატიის სახელი უნდა იყოს დავით IV აღმაშენებელი. მაგალითი დავით VI ნარინი და დავით VII ულუ. — GIO---->>13 (გ) 19:59, 28 იანვარი 2011 (UTC)
- მანდ ზოგადი შემთხვევებია მოყვანილი, თამარ მეფეც გადასარქმევია მაგ პრინციპით. R. 20:23, 28 იანვარი 2011 (UTC)
- თამარი საქართველოს მეფე, ერთადერთი იყო, სხვას არ რქმევია მეფეებში. ამიტომ აქ თამარი არაფერ შუაშია, ან რა უნდა დავარქვათ, რომ გადავარქვათ? — GIO---->>13 (გ) 20:27, 28 იანვარი 2011 (UTC)
- მესმის ეგ ყველაფერი, მაგრამ აღმაშენებელიც ხომ ერთი იყო. :) მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მხოლოდ შევნიშნე თამარის მაგალითზე, რომ წესი ზოგადია. R. 20:32, 28 იანვარი 2011 (UTC)
- ოფიციალურად, როგორც წმინდანი, მას ჰქვია დავით IV აღმაშენებელი. — GIO---->>13 (გ) 20:35, 28 იანვარი 2011 (UTC)
- მესმის ეგ ყველაფერი, მაგრამ აღმაშენებელიც ხომ ერთი იყო. :) მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მხოლოდ შევნიშნე თამარის მაგალითზე, რომ წესი ზოგადია. R. 20:32, 28 იანვარი 2011 (UTC)
- თამარი საქართველოს მეფე, ერთადერთი იყო, სხვას არ რქმევია მეფეებში. ამიტომ აქ თამარი არაფერ შუაშია, ან რა უნდა დავარქვათ, რომ გადავარქვათ? — GIO---->>13 (გ) 20:27, 28 იანვარი 2011 (UTC)
მაგრამ აღმაშენებელიც ხომ ერთი იყო - აღმაშენებელი კი, მაგრამ დავითი არა. :) — GIO---->>13 (გ) 20:39, 28 იანვარი 2011 (UTC)
- რას ჰქვია ოფიციალურად ჰქვია? :)) პარლამენტმა დაამტკიცა თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ :)). როგორ შეიძლება დავით აღმაშენებელს ჰქონდეს ოფიციალური სახელი?! ზოგადი წესი კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია სამართლიანი, თუკი ითვალისწინებს მცირე გამონაკლისებსაც. დავით აღმაშენებელი, ჩემი აზრით სწორედ ეს გამონაკლისია. — დავით 08:10, 29 იანვარი 2011 (UTC)
|
„რას ჰქვია ოფიციალურად ჰქვია? :))“
|
რას ჰქვია დავით და იმას, რომ დავით IV აღმაშენებელი ასეთი სახელითაა წმინდანად შერაცხული.
|
„პარლამენტმა დაამტკიცა თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ :)).“
|
არც პარლამენტმა და არც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, არამედ წმინდა სინოდმა გადაწყვიტა ასე.
|
„როგორ შეიძლება დავით აღმაშენებელს ჰქონდეს ოფიციალური სახელი?!“
|
როგორ და საერთოდ მისი სრული სახელი ასეთია წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული. :) — GIO---->>13 (გ) 09:43, 29 იანვარი 2011 (UTC)
- მგონი, დათო აქ მართალია. მეფე, პირველ რიგში, საერო სამსახურშია, ხოლო წმინდანად მერე შერაცხეს. მაგდაგვარად, დარწმუნებული ვარ, თამარ მეფესაც ექნება "ოფიციალური" სახელი.
— გიორგი განხილვაწვლილი 09:53, 29 იანვარი 2011 (UTC)
-
- მე არ ვამბობ წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული ეს უნდა ერქვასთქო, უნდა იყოს დავით IV აღმაშენებელი. :) დაველოდოთ სხვების აზრსაც. — GIO---->>13 (გ) 10:02, 29 იანვარი 2011 (UTC)
ვეთანხმები ITშნიკს, სასულიერო მხარე საეროში არ უნდა ავურიოთ. ისე კი, ცნობისთვის, ოფიციალური სახელი არის ის სახელი, რომელიც მას ქონდა როგორც სახელმწიფო მოღვაწეს და ეს არის: „დავითი მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“
, თუმცა ოფიციალურობა, დათოსი არ იყოს, არაფერ შუაშია აქ. გიო13, აღმაშენებელი იყო ერთი - დავით აღმაშენებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენი მესმის, რადგან იგივე მდგომარეობა გვაქვს გიორგი ბრწყინვალეზე, რომელიც გადადის გიორგი V ბრწყინვალეზე (ასევე იხ. დემეტრე II თავდადებული) - ერთი ფორმა უნდა ავირჩიოთ ნამდვილად, ამ შემთხვევაში მე დადგენილ ზოგად წესს ვირჩევ. R. 10:09, 29 იანვარი 2011 (UTC)10:11, 29 იანვარი 2011 (UTC)
დადგენილ წესს უნდა დავეთანხმოთ: დავით VI ნარინი, დავით VII ულუ, გიორგი VI მცირე, ალექსანდრე I დიდი....— ჯაბა ლაბაძე (გ) 10:13, 29 იანვარი 2011 (UTC)
- მაგას ვამბობ მეც, ის სრული სახელი, რაც დავწერე წეღან დათოს პასუხი იყო, გიორგი V ბრწყინვალეზე ასე გავაკეთეთ, დავით VI ნარინიზე, ანალოგიურად, ასევე დავით VII ულუზე, გიორგი VI მცირეზე, მაშინ აქაც დავით IV აღმაშენებელი უნდა იყოს. — GIO---->>13 (გ) 10:14, 29 იანვარი 2011 (UTC)
-
- მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ჩაემატოს ეს "IV" დავითსა და აღმაშენებელს შორის, მაგრამ, რასტრელის თქმისა არ იყოს, საჭიროა სტანდარტიზაცია. ჩემი კომენტარით მხოლოდ იმისთვის მინდოდა ხაზი გამესვა, რომ ოფიციალურობა არაფერ შუაშია.— გიორგი განხილვაწვლილი 10:22, 29 იანვარი 2011 (UTC)
- კარგი, მე პრობლემა არა მაქვს :). თუკი ყველას მიგაჩნიათ რიგითობის მითითება ყველა ზემოთჩამთვლილ შემთხვევაში, მივუთითოთ აქაც. მაგრამ, მე უფრო სწორი მგონია გიორგი ბრწყივნალე, დავით ნარინი, დავით ულუ, დავით აღმაშენებელი... ეს მხოლოდ ჩემი აზრია ;) — დავით 10:25, 29 იანვარი 2011 (UTC)
- მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ჩაემატოს ეს "IV" დავითსა და აღმაშენებელს შორის, მაგრამ, რასტრელის თქმისა არ იყოს, საჭიროა სტანდარტიზაცია. ჩემი კომენტარით მხოლოდ იმისთვის მინდოდა ხაზი გამესვა, რომ ოფიციალურობა არაფერ შუაშია.— გიორგი განხილვაწვლილი 10:22, 29 იანვარი 2011 (UTC)
(მომხრე) - გადავარქვათ. R. 10:27, 29 იანვარი 2011 (UTC)
სტანდარტიზაცია რომაა საჭირო და აქედანაც გამომდინარე ამიტომ
(მომხრე)-ჯაბა ლაბაძე (გ) 10:31, 29 იანვარი 2011 (UTC)
კარგით, მაშინ გადავიტან. :) მადლობა მსჯელობაში მონაწილეობისთვის. :) — GIO---->>13 (გ) 17:53, 29 იანვარი 2011 (UTC)
გაკეთდა — GIO---->>13 (გ) 17:54, 29 იანვარი 2011 (UTC)