განხილვა:გრიგოლ ვაშაძე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დამეხმარეთ, შეგიძლიათ სურათი და მოკლე მონაცემები ჩასვათ, ისე, როგორც ეს ინგლისურ ვარიანტშია? მე ტექნიკაში ცოტა მოვიკოჭლებ. --Zolokin განხილვაწვლილი 14:07, 1 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ნუღარ გადააკეთებთ ვიკიფიცირებულ სტატიას. ეს რეზიუმე არაა. სტილი უნდა იყოს თხრობითი და აბზაცები მინიმუმ სამწინადადებიანი. სურათს ჩავსვამ ინგლისურიდან. - ალ-ო     @ 14:51, 1 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. გმადლობ. --Zolokin განხილვაწვლილი 15:54, 1 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს: "Georgia Arts Management" და "Gregory Vashadze and BR".

ისე ამ აბზაცში სად არის სამი წინადადება?

მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ორკვირიანი "ვიკიპედიელობის" შედეგად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ (ზოგადად რედაქტორ–ადმინისტრატორებს ვგულისხმობ) სტატიის ტექნიკურ გაფორმებას უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ, ვიდრე მის შინაარსს და ხარისხს. ყოველ შემთხვევაში, რომელ სტატიებთანაც მე მქონდა შეხება, ბევრი ისეთ ლაფსუსებს შეიცავდნენ, რომ პირდაპირ გაკვირვებას იწვევდნენ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დარწმუნდებით, რომ ასეა. პატივისცემით. --Zolokin განხილვაწვლილი 16:26, 1 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ის აბზაცი არასრულფასოვანია. მე მხოლოდ გავასწორე ის, რა მასალაც თქვენ გქონდათ შემოტანილი. სრულყოფილ სტატიას მწირი მასალით ვერ შექმნი. ამასთან, მე და სხვებიც ისეთივე რედაქტორები ვართ, როგორც თქვენ. შტატიანი და ხელფასიანი აქ არავინაა. თითქმის შეუძლებელია ყველაფრის გადამოწმება და სრულყოფა. ამ სტატიას უბრალოდ ბოლო ცვლილებებში მოვკარი თვალი. თუ რამეს ნახავთ, თავისუფლად შეგიძლიათ გაასწოროთ. - ალ-ო     @ 16:33, 1 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]


1. ის ერთ წინადადებიანი აბზაცი სრულიად უმტკივნეულოდ შეიძლებოდა მიგებათ ზედა ან ქვედა აბზაცისთვის. უბრალოდ არ უნდა მისცეთ სხვას ისეთი შენიშვნა, რასაც თქვენვე იქვე უშვებთ. 2. შტატიანი და ხელფასიანი რომ არავინა ვიკიპედიაში მე ეგ ვიცი, მაგრამ თქვენ სხვებზე მეტი გამოცდილება გაქვთ და უკეთესად იცით როგორი ტექნიკური სახე უნდა მისცეთ მასალას. 3. ყველაფრის გადამოწმებას, ბუნებრივია, ფიზიკურად ვერ მოახერხებთ, მაგრამ მე იმის თქმა მინდოდა, რომ ყველა თქვენი (ისევ ზოგადად ვსაუბრობ) შენიშვნა ეხება სტატიის ტექნიკურ მხარეს, ხოლო შინაარსობრივ მხარეზე ვერაფერი მოვისმინე. ერთი ასეთი მაგალითი რაზედაც უკვე ვწერდი: ნანა დედოფალი დაკრძალულია სვეტიცხოველშიო – ეწერა და ეგ სტატია ტექნიკური თვალსაზრისით ბევრჯერ იყო გასწორებული, მაგრამ შინაარსობრივად – ერთხელაც არა. ენციკლოპედიის შემდეგნელმა, თუნდაც ის ვოლუნტარისტი იყოს, უნდა გადაამოწმოს ფაქტი – ნანა დედოფალი რომ სამთავროშია დაკრძალული, ეს სკოლის მოწაფემაც კი უნდა იცოდეს. როცა ვიკიპედიაში სტატიას ვკითხულობ, მე, უბრალო მკითხველს, პირველ რიგში, მისი შინაარსი მაინტერესებს და მხოლოდ მერე თარგები და კატეგორიები. ხოლო ის, თუ რამდენ წინადადებას შეიცავს ესა თუ ის აბზაცი, აბსოლუტურად არ მაღელვებს, როგორც მკითხველს. შინაარსი არის პრინციპული საკითხი და არა ფორმა. პატივისცემით... -Zolokin განხილვაწვლილი 20:13, 1 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ის წინადადება შინაარსობრივად არც ზედა აბზაცს ეკუთვნის და არც ქვედას და ამიტომაა დატოვებული ცალკე. ის მწირი ინფორმაცია, რომელიც თქვენ შემოიტანეთ არ არის საკმარისი სტატიის სრულყოფისთვის. უფრო მეტიც, რაც თქვენ შემოიტანეთ, იყო ნაგავი. დავაბრუნებ უკან თქვენს შემოტანილ ვერსიაზე და ჩავსვამ თარგს რომ უვარგისია. - ალ-ო     @ 05:43, 2 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

1. გეთანხმებით, რომ ის წინადადება არც ზედას და არც ქვედა აბზაცს არ ეკუთვნის, აქედან გამომდინარეობს, რომ "მინიმუმ სამწინადადებიანი აბზაცი" არ შეიძლება იყოს დოგმა.

2. თუ მე ნაგავი ინფორმაცია შემოვიტანე, ბოდიში მომითხოვია, თქვენ ან წაშალეთ, ან განავრცეთ.

3. ჩემს მიერ შემოტანილი ეს "უვარგისი" და "ნაგავი ინფორმაცია" საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე სამ ენაზე დევს იხ. [[1]] პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 08:48, 2 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

თქვენ პირველი არ ხართ, ვისაც ამ წყაროებიდან ინფორმაცია შემოაქვს. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში ბიოგრაფიული მიმოხილვის გამართულად წერა ჯერ ვერ ისწავლეს. სამწინადადებიანი აბზაცი დოგმა რომ არ არის, იმიტომ დავტოვე ისე. რაც შეეხება ფაქტობრივ უზუსტობებს: გაითვალისწინეთ ქართული ვიკიპედიის მდგომარეობა: 2005-დან დღემდე სულ დაიწერა 40 ათასი სტატია (ასე თუ ისე), ამასთან აქტიურ რედაქტორთა რაოდენობა ნებისმიერ მოცემულ მომენტში 10-ს ძლივს აღწევს. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მოსწავლეა. მათ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს იმ თემებზე, რაც აქ ზოგიერთ შემთხვევით მომხმარებელს შემოაქვს. ამ რესურსით შესაძლებელი მხოლოდ ზოგადი სტილისა და გაფორმების გასწორებაა. ჩემი აზრით, რასაც ეს ხალხი სრულიად უანგაროდ აკეთებს წახალისებას იმსახურებს და არა კრიტიკას. ამიტომ თქვენი პრეტენზია სრულიად გაუმართლებელია. თუ გაწუხებთ ქართული ვიკიპედიის მდგომარეობა და შეგიძლიათ დახმარება, შედით იმ სტატიებში და გაასწორეთ უზუსტობები. ყველა მადლიერი დაგრჩებით. - ალ-ო     @ 09:08, 2 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

"სამწუხაროა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში ბიოგრაფიული მიმოხილვის გამართულად წერა ჯერ ვერ ისწავლეს" – აბსოლუტურად ზედმეტი თვითკრიტიკაა. კარგად ნახეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდები და მინისტრების ბიოგრაფიები. ეს, რაც ისე, შემთხვევითი შერჩევით ამოვიღე: ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო [[2]], აზერბაიჯანი [[3]], ბრაზილია [[4]], გერმანიის ფედერაცია [[5]], თურქეთი [[6]], იტალია [[7]]. გამოდის, რომ ავსტრიელებს, აზერბაიჯანელებს, ბრაზილიელებს, გერმანელებს, თურქებს, იტალიელებს და სხვებს, რომელთა ვებ–გვერდები აქ არ მომიტანია, ბიოგრაფიული მიმოხილვის გამართულად წერა დღემდე ვერ უსწავლიათ და რატომ გიკვირთ საქართველოს "სახელმწიფო დაწესებულებების"? მთავარია, თვითკრიტიკა თვითგვემაში არ გადაგვივიდეს და თვითდაჯერებულება თვითკმაყოფილებაში. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 13:48, 2 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გერმანელებისგან მიკვირს ეს :)--გიორგი, 13:56, 2 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ, დროის დაკარგვა მგონია, თორემ შეიძლებოდა ამ სიის საგრძნობლად გაზრდა. თუ თქვენ გაქვთ დრო შედით ვებ–გვერდებზე და დარწმუნდებით, რომ გაერო–ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ბიოგრაფიების დაახ. 80% სწორედ ამ ფორმითაა მოცემული – გერმანელები არაფერ შუაშია, ასეა ეს უმრავლეს ქვეყანაში. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 14:07, 2 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ისე, აქ ვაშაძეზე გაცილებით მეტი წერია ;)--გიორგი, 15:30, 2 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმებით, მანდ გაცილებით მეტი წერია. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ქართულ ვიკიპედიაში გუშინდელ დღემდე საქართველოს მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრზე სიტყვაც არ ეწერა და ეს მაშინ, როცა ის ამ პოსტზე უკვე 19 თვეა იმყოფება. ყველა სტატია მნიშვნელოვანია თავისთავად, მაგრამ ქართულ ვიკიპედიაში, პირველ რიგში, საქართველოზე უნდა განთავსდეს ინფორმაციები და შემდეგ სხვაზე (მაგ. აფრიკის ტბებზე). მეორეც, რაც მე დავდე ეს არის გ. ვაშაძის ოფიციალური ბიოგრაფია (У Вашадзе и Ананиашвили есть дочь Елена, родившаяся в феврале 2006 года. Согласно официальной биографии, у Вашадзе также есть сын Нодар ). შესაბამისად, თქვენს მიერ მითითებული გვერდი არ შეიცავს ოფიციალურ ინფორმაციას და შესაძლოა იქ არასწორი ინფორმაციაც იყოს განთავსებული. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 15:52, 2 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]