განხილვა:გონება

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძალიან ავირიე, იქნებ თქვენი აზრი გამოხატოთ. ეს სტატია თუ გონებაა, მაშინ ეს რაღაა?! აზრი? ერთი შეხედვით, იმას უნდა ერქვას გონება.--Saliner 20:40, 17 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

რას გვთავაზობ, რომ ჭკუაზე და გონებაზე ცალ-ცალკე სტატიები დავწეროთ?. ამ სტატიაში საუბარია ფილოსოფიურ კატეგორიაზე. - OTOGI Messages 11:51, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
გთავაზობთ, შევქმნათ სტატია, რომელიც ამის შესაბამისი იქნება. თუ ამ სტატიას ან მის ნებისმიერ ენოვან ვერსიას გადახედავთ, აშკარად შეატყობთ, რომ საუბარია იმ საკითხზე, რომელსაც ქართულ ენაში გონებას ვუწოდებთ ანუ, როგორც განმარტებითი ლექსიკონი წერს - ადამიანის აზროვნების უნარი, ჭკუა. ვფიქრობ, ორი სტატია აუცილებელია და სტატია გონებას სხვა საერთაშორისო ბმულები უნდა გაუკეთდეს.--Saliner 12:04, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
კი ბატონო, შეიქმნას სტატია ჭკუაზეც. კარგი იქნება თუ ავხსნით რა განსხვავებაა ამ ორ გაგებას შორის. - OTOGI Messages 12:09, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
ვფიქრობ, ამ სტატიის ტექსტი ყველაზე უფრო შეესაბამება ამ სტატიას, აზრობრივად ყველაზე ახლოს დგას. მაგრამ ქართული ტერმინები ცოტა დამაბნეველია. ძალიან კარგი იქნება, სხვებიც თუ მიიღებენ განხილვაში მონაწილეობას.--Saliner 12:17, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
რას შეესაბამება აზრობრივად ? ნუსი კოსმოსისა და ადამიანური ცხოვრების გრძნობად-მატერიალური მოვლენების საზრისისა და გონივრული შინაარსის ამსახველი ძირითადი კატეგორიაა ანტიკურ ფილოსოფიაში. ნუსი როგორც ფილოსოფიური გაგება უნდა შეიქმნას ცალკე სახელწოდებით ნუსი. იხ. ბმული ან აქ ან თუნდაც აქ. აშკარაა, რომ არ ხართ ჩამოყალიბებული და მხოლოდ ვარაუდზე საუბრობთ. ასეთ დროს ლოგიკურ დისკუსიაში ვეღარ შევდივარ. მე მოვრჩი აქ. საიდან სად წავედით, თუ გინდათ შექმნათ სტატია ჭკუაზე დაწერეთ. - OTOGI Messages 12:31, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
კი ბატონო, ნუსზე ცალკე სტატია უნდა შეიქმნას, თუმცა ტექსტი, რომელიც ამ სტატიაშია, აშკარად, უფრო შეესაბამება ლათინურ ტერმინს intellectus. ინგლისურ ვიკის ძიებაში თუ ჩაწერთ intellectus–ს, ნუსზე გადაგამისამართებთ. მე კი განხილვაში მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ სიტყვა, ტერმინი გონება ქართულ ენაში, უპირველესად, სხვა მნიშვნელობით, განმარტებით გვაქვს და მას, სხვა ვიკიპედიებში აი ეს სტატია შეესაბამება.--Saliner 12:47, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
ახლა ერთი ფაქტია, არსებობს იმანუელ კანტის ცნობილი ნაშრომი „წმინდა გონების კრიტიკა“ (1781), რასაც ინგლისურად შეესაბამება ეს: en:Critique of Pure Reason. Reason და არა Mind. ეჭვი კიდევ გეპარებათ ?. - OTOGI Messages 13:01, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
სხვანაირად როგორ უნდა ეთარგმნათ (ქართულად)? Reason-ის უკეთესი შესატყვისი, ვიდრე გონებაა, არ გვაქვს. თუმცა იმ გაგებასთან, რაც ენაშია დამკვიდრებული, Mind უფრო ახლოსაა, ვიდრე Reason. ვფიქრობ, სტატია ჭკუა–ის შექმნას აზრი არ აქვს, რადგან ქართულში გონება და ჭკუა სინონიმებად განიხილება და ძალიან რთული იქნება მათ შორის ისეთი აზრობრივი განსხვავებების პოვნა, რომ ცალ-ცალკე სტატია არსებობდეს.--Saliner 13:26, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
ჯერ იძახდით, რომ ორი სტატია იყო აუცილებელი, მერე იძახდით, რომ გონების შესატყვისი იყო ნუსი, მერე მეუბნები, რომ ნუსზე ცალკე სტატია უნდა შეიქმნას, მერე იძახი, რომ ჭკუაზე აღარ ღირსო სტატიის დაწერა. რას ქვია როგორ უნდა ეთარგმნათ სხვანაირად ? „წმინდა ჭკუის კრიტიკა“ ვითომ რატომ არა ? ჭკუა ხომ სიტყვაა ?. აშკარად ხართ ჩამოუყალიბებელი და გთხოვთ განხილვა დაასრულოთ, რადგან ერთი არგუმენტიც არ მოგიყვანიათ ამდენ საუბარში. კარგად გადახედეთ თქვენ ნაწერს, ჯერ რას წერთ და მერე 2 წუთში რას მეუბნებით. უსაგნო დუსკუსიაში შეგყავართ. - OTOGI Messages 13:37, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
დავიწყოთ იქიდან, რომ არაფერს ვიძახდი! მეორე - ახლაც ვამბობ, რომ აუცილებელია ორი სტატია არსებობდეს (ერთი Reason-ის შესაბამისი და მეორე Mind-ის), როგორც ეს ათობით ვიკიპედიაშია. მესამე, მე არც კი მიხსენებია ტერმინი ჭკუა, პირველად თქვენ დაწერეთ ეგ სიტყვა და გაუგებარია, ახლა რატომ მწერთ: „რომ ჭკუაზე აღარ ღირსო“. ეს თქვენ გიპასუხეთ, რომ ჭკუაზე ცალკე სტატიის შექმნას აზრი არ აქვს. მეოთხე, მე არსად მიხსნებია, რომ ტერმინი ნუსი ქართულ სიტყვა გონების შესატყვისია. და ბოლოს, აშკარად ძალიან ცხარდებით განხილვისას, რაც ემჩნევა თქვენს ყოველ წინადადებას. განხილვა წამოვიწყე იმისათვის, რომ კოლეგებთან ერთად მემსჯელა ორი სხვადასხვა სტატიის სათაური ქართულში როგორ შემოვიდოდა, თქვენ კი უკვე მერამდენედ მიწოდეთ ჩამოუყალიბებელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ განხილვაში თქვენი ხასიათის თვისებები უკეთ ჩანს, ვიდრე ჩემი, მე არცერთხელ მიკადრებია მსგავსი რამ. მე ვაფასებ მხოლოდ საკითხს და არა თქვენს პიროვნებას. უპირველეს ყოვლისა, ადმინისტრატორს არ შეეფერება მსგავსი მომართვა. ახალბედა რომ ვიყო, ძალიან შემაშინებდით და ალბათ გულს ამიცრუებდით აქ მუშაობაზე. მიიღეთ ეს შენიშვნა ჩემგან, როგორც კოლეგისგან.--Saliner 13:58, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
თქვენი მხრიდან აშკარად აქვს ადგილი საკითხიდან გადახვევას. ჩამოუყალიბებლობაა როდესაც ერთს იძახით და შემდეგ რამდენიმე წუთში მეორეს. კარგად გადახედეთ თქვენ ნაწერს ზევით. ეს შეურაცხყოფა არ არის. შეურაცხყოფა არის ბოლო თქვენი რეპლიკა. ვინ გთხოვათ, რომ ჩემი პიროვნება დაგეფასებინათ ? ჯერ მე მკითხეთ მჭირდება მე ეს საერთოდ ?. ვიკიპედია ჭკუის სასწავლებელი ადგილი არ არის. სკოლაში არ ვართ. აქ საუბარი მიდის საკითხზე რომელიც თქვენ წამოიწყეთ, მაგრამ არგუმენტი არ გაგაჩნიათ. სწორედ ამაზე მიგითითეთ. რა შუაშია ჩემი ხასიათი ? შეტევას ახორციელებთ ჩემ პიროვნებაზე. დაიცავით ეტიკეტი. გთხოვთ დამშვიდდეთ და მომავალში ასე აღარ მომმართოთ. თქვენთვის არავის არ მოუცია იმის უფლება, რომ მე დამახასიათოთ. ასე შორს ვერ წავალთ. ცენტრშია საკითხი და თქვენ გადაუხვიეთ საკითხს და ჩემ პიროვნებაზე ალაპარაკდით. ასე არ ხდება. კიდევ ერთხელ, მეორდ ასე აღარ მომმართოთ. საკითხს რაც შეეხება მე მოვიყვანე საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტი, თქვენსგან იგივეს ველი. გავიგეთ, რომ სხვა აზრზე ხართ, მაგრამ არგუმენტი არ გაგაჩნიათ. - OTOGI Messages 14:22, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
სასაცილოა, მართლა ბავშვური საქციელია. ვინ გახასიათებთ? ვის აქვს მაგის სურვილი? თქვენ შემაფასეთ ეპითეტით და არა მე. ასევე, ყოვლად უსამართლოდ, დამწამეთ ცილი, რომ მე მოვისურვე ჭკუაზე სტატია შემექმნა და მერე გადავიფიქრე. არადა თქვენ მოიტანეთ ეგ სიტყვა და მერე გადმომაბრალეთ. არცერთი ჩემი წინადადება რომელიმე წინას გამომრიცხავი არ ყოფილა. ზუსტი ტერმინი რომ მცოდნოდა ორივე სტატიისთვის, განხილვას კი არ წამოვიწყებდი. მე პირველ წინადადებაში დავსვი კითხვები და არაფრის მტკიცება დამიწყია. შემდეგ თქვენ შემოიტანეთ ჭკუა და მერე მე გადმომაბრალეთ. ვაფასებ თქვენს წვლილს ქართულ ვიკიპედიაში, მაგრამ მიდგომა მომხმარებელთან ზედმეტად აგრესიული გაქვთ, არავინ გიტევთ და ნურც თქვენ შეუტევთ მათ, ვისაც რაღაცის გარკვევა უნდა.--Saliner 15:53, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს.
ვიკიციტატა
„ორი სტატია აუცილებელია...“
ვიკიციტატა
„თქვენი ხასიათის თვისებები უკეთ ჩანს...“
ვიკიციტატა
„მე ვაფასებ მხოლოდ საკითხს და არა თქვენს პიროვნებას...“
ვიკიციტატა
„ალბათ გულს ამიცრუებდით აქ მუშაობაზე...“
ვიკიციტატა
„ადმინისტრატორს არ შეეფერება მსგავსი მომართვა...“
ვიკიციტატა
„სასაცილოა, მართლა ბავშვური საქციელია...“
ვიკიციტატა
„ზედმეტად აგრესიული გაქვთ...“

კარგად წაიკითხეთ, აი ეს მომწერეთ. მოკლედ, კიდევ ერთი ასეთი გამოხტომა და შესაბამის ზომებს მივიღებ. ურთიერთობა თქვენი ასაკის ადამიანებთან გაარჩიეთ. გვერდი ავუარე შეურაცხყოფებს, მაგრამ ახლა საკმარისია უკვე. - OTOGI Messages 16:57, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

P.S. ჩემი წვლილი ამ განხილვასთან რა კავშირშია ?. - OTOGI Messages 17:06, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

მაინც რომელ ზომებზეა საუბარი ან რომელ წესს ვარღვევ?! მართლაც ძალიან უხეში და არაკოლეგიალურია თქვენი მომართვა და ნამდვილად ვისურვებდი, ჩვენი ვიკიპედიის ადმინისტრატორს ასეთი მომართვა არ ჰქონდეს. შესაბამის ზომებს მივიღებ მუქარაა არჩადენილ საქციელზე. შემოვიდეს ნებისმიერი სხვა მომხმარებელი და თავად განსაჯოს ვინ არის აქ უხეში და ნათქვამის არასწორად გამგები. მეც დავასრულე თქვენთან. იმედი მაქვს, სტატიის შესახებ სხვა მომხმარებლებიც გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებას.--Saliner 19:32, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

მე ვარ ვიკიპედიის ადმინისტრატორი და ვალდებული ვარ დავიცვა პარიტეტი მომხმარებელთა შორის. ჩემ მიერ მოყვანილი რეპლიკები ამ პარიტეტს არღვევს. ზომების მიღებაში ეს იგულისხმება. - OTOGI Messages 19:39, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
ღმერთმანი, რა თქმა უნდა, თქვენ ეგ გევალებათ და ეგრე უნდა მოიქცეთ კიდეც, მაგრამ გთხოვთ, კარგად გაარჩიოთ ყველაფერი და, პირველ ყოვლისა, თქვენი მოწერილებით დაიწყეთ.--Saliner 19:41, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

უკვე დიდი ხანია ორივენი გასცდით განხილვის საკითხს. მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ! --JABA 1977 19:48, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

მე შეურაცხყოფა თქვენთვის არ მომიყენებია. არასწორად თქვენ მიიღეთ სიტყვა ჩამოუყალიბებელი. ჩამოუყალიბებლობა შეურაცხყოფა არ არის. ამ სიტყვის ქვეშ მე ვიგულისხმე რამდენიმე კომენტარი, რომელიც უარგუმენტო იყო. თქვენ ჯიუტად მაკრიტიკებთ. თუ არ გსიამოვნებთ ჩემთან საუბარი, მაშინ აღარ ვისაუბროთ. მე მოვიყვანე დამაჯერებელი არგუმენტი, მაგრამ თქვენ ეს არგუმენტი არ მიიღეთ. ამასთან საუბრობთ, ჩემ აგრესიაზე, ხასიათზე, შეუფერებლობაზე ა.შ. ეს ეტიკეტის დარღვევაა. ამის თქმას ვცდილობ ბოლო კომენტარებში. მე ყოველთვის ასეთ ფორმაში ვსაუბრობ უკვე ხუთი წელია. უხეში ვარ თუ არა ეს მხოლოდ ჩემი საქმეა. ჩემზე და თქვენზე მოვრჩეთ საუბარს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავხურავ განხილვას. საკითხს რაც შეეხება იგი ღიაა განხილვისთვის. - OTOGI Messages 19:51, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
დიდი ხანია მსურდა დამეწერა. ამჟამად საკამათოდ არ ვწერ. იქნებ მრავალმნიშვნელოვანი შეიქმნას. --ცანგალა () 15:33, 12 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]
მმ გვერდი დავამატე სტატიაში, ჩემი შეხედულებით და დასკვნით, ინგლისური Reason არის გონება, ხოლო Mind დიდი ალბათობით გონი. ვისაც აქვს წყაროები შეგიძლიათ შექმნათ სტატია. - OTOGI Messages 16:47, 12 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]