განხილვა:გიორგი ქინქლაძე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (27 სექტემბერი, 2012).
  1. სტატიის დასაწყისში სიტყვა ყოფილი, ვფიქრობ ზედმეტია. შეიძლება საფეხბურთო კარიერა დასრულებული აქვს, მაგრამ ადამიანებზე "ყოფილი"-ს გამოყენება რამდენად გამართლებულია, არ ვიცი. გარდაცვლილ ფეხბურთელებსაც არ ვუწერთ ყოფილს.
  2. თბილისის ფოტო ზედმეტი მგონია.

დანარჩენებს წავიკითხავ და დავწერ კიდევ. Deu. 10:23, 29 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

პირველზე გეთანხმები. ინგლისურ ენაში იყენებენ ხოლმე, თუმცა ჩვენ არა. – BruTe () 10:38, 29 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
თბილისის დინამო, ზაარბრიუკენი (იჯარით) და ბოკა ხუნიორსი (იჯარით) — ამ სათაურიდან იჯარები რომ მოვაშოროთ, ხომ არ აჯობებს? თუკი რამე პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს... დერბი ქაუნთის ჩათვლით წავიკითხე, მშვენიერი სტატიაა. ჩავიკითხავ ბოლომდე და მივცემ ხმას. Deu. 11:00, 29 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
პირველ რიგში, დიდი მადლობა შესწორებებისთვის. დანარჩენს რაც შეეხება, ყოფილი ამოვიღოთ მაშინ, თბილისის ფოტოს ამოღებაზეც არა უშავს, ინგლისურ და სხვა ვიკიპედიებში არის ეგ ფოტო, მაგრამ ქართულში არა მგონია, აუცილებელი იყოს. იჯარებს რაც შეეხება, უნდა დარჩეს ეგენი, მასე ეთითება ხოლმე, ზოგადად.--ოდაბადე (მიწერა) 11:21, 29 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ყოფილი ამოვიღე. თბილისი ქართველი მკითხველისათვის არაა აუცილებელი, მაგრამ რა ვიცი, შეიძლება დარჩეს. სანდროსაც არ უთქვამს თავისი აზრი მაგ სურათზე. სხვებმაც გამოთქვან აზრი. გავაკეთე პატარ-პატარა სტილისტური შესწორებები; შინაარსში, ამ სფეროში გაუნათლებლობის გამო, გენდობი; ცხრილებს მე ვერ შევასწორებ ისევ ჩემი უცოდინრობის გამო ამ სფეროში. Deu. 11:29, 29 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]