განხილვა:ბირთვული იარაღი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავტორს: საწყენად არ მიიღოთ, მაგრამ ამ სტატიაში თითქმის ყველაფერი მცდარია. არაზუსტი განსაზღვრებებია --Dkvanch 20:13, 7 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

საწყენად არ ვიღებ, მაგრამ ”ყველაფერი” მცდარი იყოს არა მგონია. არც მე ვარ ბირთვული ... სპეციალისტი, მაგრამ თარგმანის წყაროსი მჯერავს. ამიტომ მადლობელი ვიქნები თუ დამიკონკრეტებთ - რას გულისხმობთ ყველაფერში. Dobo 06:42, 24 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

1) ”ბირთვების დაყოფა ან სინთეზი” ეს სხვადასხვა რამეა, სიმოკლისათვის უხეშად რომ ითქვას, დაყოფა ატომური ბომბია, სინთეზი-წყალბადის 2) * დასხივება

   * იონური გამოსხივება
   * დამრტყმელი ტალღა
   * რადიოაქტიური დაბინძურება
   * ელექტრომაგნიტური იმპულსი

უნდა იყოს:

დამრტყმელი ტალღა (ყველაზე მნიშვნელოვანი) რადიოაქტიური ანუ იონური გამოსხივება (ნეიტრონების გამოსხივება ყველაზე ინტენსიური და სახიფათოა. დანარჩენი, ალფა და ბეტა, უმნიშვნელოა, მათ მუხტი აქვთ და ამის გამო შეღწევის უნარი აქვთ მცირე) ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ხილულ და ინფრაწითელ დიაპაზონში გამოსხივება წვავს ყველაფერს, რადიო დიაპაზონში - ელექტრო მოწყობილობებს აფუჭებს, გამორთულსაც კი. რენტგენის და გამა დიაპაზონში - იწვევს დაავადებებს, განსაკუთრებით გამა.

3) ”ბირთვული მუხტის მიხედვით ანსხვავებენ: თერმობირთვულ იარაღს და ნეიტრონულ იარაღს” ეს მუხტის მიხედვით არაა, ნეიტრონული ბომბის სინთეზის პრინციპზე მუშაობს, ანუ წყალბადის ბომბია, მაგრამ აფეთქების ტექნოლოგიაა განსხვავებული. აქ მთავარი-ნეიტრონების გამოსხივებაა.

ამ იარაღის დახასიათება, სიმძლავრის გარდა, ძირითადად მიზნამდე მიტანის საშუალებების და სამიზნეების კლასიფიკაციის მიხედვით ხდება. ეს საკმაოდ გრძელი ამბავია.(ბალისტიკური რაკეტები, ტორპედოები, საარტილერიო ჭურვები, საავიაციო ბომბები და ა.შ.)

პატივისცემით --Dkvanch 20:50, 11 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]