განხილვა:ბეჯაიის პროვინცია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ. 1989 წ. გვ., 39 აქ წერია: ბეჯაია - ქ. ბეჯაიის ვილაიეთის ადმ. ცენტრი; ალჟირი. მიჩნდება ორი კითხვა: რატომ ბეჯაიას და არა ბეჯაიის და რატომ პროვინცია და არა ვილაიეთი? --ჯაბა ლაბა 11:52, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

პირველი კითხვა მოგვარდა ახლა მეორეზე მიპასუხეთ. --ჯაბა ლაბა 17:16, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
ვილაიეთი არაბულად არის, ინგლისურად და სხვა ენებზეც "პროვინციაა," მაშინ ვიზამ ასე, ვილიაიას მივუთითებ ფრჩხილებში, პროვინციის ამოღება არ მგონია, რომ სწორი იყოს.--ოდაბადე  განხილვაწვლილი 19:44, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
აქ მითითებულია ფრჩხილებში, სხვებშიც მასე ვიზამ --ოდაბადე  განხილვაწვლილი 19:45, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

რადგან აკადემიურ გამოცემაში წერია ვილაიეთი, ჩემი აზრით უმჯობესია ჩვენც ისე დავწეროთ. ერთი თხოვნა მექნება, ვინმე როდესაც რაიმეს მიგითითებს ჯერ ერთი წყენად ნუ მიიღებთ და მეორეც მინიმუმ 3 დღე დაელოდეთ სხვები რას იტყვიან, იმ წამსვე ცვლილებას ნუ გააკეთებთ. გმადლობთ. --ჯაბა ლაბა 19:55, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

და სად შემატყვეთ წყენა? :) წყენა კი არა პირიქით, მადლობელი ვარ, რომ შეცდომებზე მიმითითეთ. არ ვიცოდი, 3 დღე თუ უნდა დავლოდებოდი, გავითვალისწინებ მომავალში აუცილებლად. არ ვიცი ბევრი რამე და თანდათან ვსწავლობ.--ოდაბადე  განხილვაწვლილი 20:00, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
როგორ ფიქრობთ ზემოთ ციტატა რომ მოგიყვანეთ წიგნიდან, ეგ წიგნი არაბულია? ქართული აკადემიური გამოცემა წერს ვილაიეთს, ანუ ქართულად ვილაიეთია. --ჯაბა ლაბა 20:01, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

არა, არა წყენა არ შემიტყვია, მაგრამ მაგის მეტი რა გამომიცდია რომ წყენიათ და მერე დაგვიწყია ახსნა რომ საწყენი არაფერია. ჯობს წინასწარ შევტანხმდეთ ამაზე და არა ბოლოს. :)--ჯაბა ლაბა 20:03, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გპირდებით, რომ ჩემთან არ მოგიწევთ მასეთი რაღაცების ახსნა :) მადლობა კიდევ ერთხელ და გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს.--ოდაბადე  განხილვაწვლილი 20:10, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი მიხარია რომ წარმატებულად ვთანამშრომლობთ. --ჯაბა ლაბა 20:11, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვილაია - ქსე, ტ. 1, გვ. 327, თბ.1975. ვილაიეთი სად წერია? ვილაიეთი თურქეთში. და მეორე ქართულში პროვინციებია დამკვიდრებული? --ცანგალა () 20:46, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში და ქსე-ში თუ სხვადასხვანაირადაა, ქსე-ს ანიჭებთ ხოლმე უპირატესობას? მე დიდი ხანი არაა, რაც აქ დავიწყე მუშაობა და არ ვიცი, როგორ წყდება ხოლმე მსგავსი საკითხები.--ოდაბადე  განხილვაწვლილი 20:49, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა ძვირფასო სულ პირველი სიტყვები წაიკითხე ამ განხილვისა და მერე გამოცემის წლებიც შეადარე რაააა. --ჯაბა ლაბა 20:50, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

უპირატესობა ენიჭება უახლეს გამოცემას. --ჯაბა ლაბა 20:50, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
უპირატესობა ენიჭება უახლოეს გამოცემას. და მეორე ქართულში პროვინციებია დამკვიდრებული თუ ვილაიეთი? ცანგალა () 21:20, 5 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

თვით ის ფაქტი, რომ ზემოთხსენებულ წიგნში მოხსენიებულია ვილაიეთის სახელით, არ ნიშნავს იმას რომ ქართულში დამკვიდრებულია სიტყვა ვილაიეთი? --ჯაბა ლაბა 05:13, 6 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

თუ ვილაიეთი დამკვიდრებული რატომ ვწერთ მაშინ პროვინციას?ცანგალა () 12:48, 6 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
პროვინციაა თითქმის ყველა ენაზე. საბერძნეთის პროვინციებს ბერძნულად ეწოდება ეპარქიები, თურქეთის პროვინციებს — ილები, ქართულადაც მასე ვუწოდოთ ოფიციალურად? ვილაიეთს ფრჩხილებში ვუთითებ.--ოდაბადე განხილვაწვლილი 13:02, 6 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]