განხილვა:აფხაზეთი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩემის აზრით სტატიები აფხაზეთი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა უნდა გაერთიანდეს. Alsandro 19:40, 2 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

რა საჭიროა ეს ორი სტატია ვერ ვხვდები. ნუთუ არავის აქვს ამაზე რაიმე მოსაზრება? ა.

გეთანხმები--რუსუდან ცისკრელი () 22:30, 7 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

მე უფრო ცალ-ცალკე დატოვების მომხრე ვარ, როგორც არის კახეთი და კახეთის მხარე. ერთი ზოგადად მხარე, მეორე კი ადმინისტრციული ერთეული. - Island 02:17, 8 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

მაშინ ამას დაერქვას აფხაზეთის მხარე, ხოლო აფხაზეთი გადამისამართდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა-ზე. ამ სახლის ორაზროვნობის (აფხაზეთი) წყალობით, მომხმარებელმა ინტერნეტ რესურსები არასწორად ჩასვა, და არც საერთაშორისო ბმულია სწორად. :) – Mero ® 11:39, 30 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე)სავითოთარი () 12:50, 30 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ქსე, ტ.2, გვ. 31, თბ., 1977 აფხაზეთის სამთავრო - ფეოდალური სამთავრო XVII-XIX საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში. „აფხაზთა სამეფო“, ერთ-ერთი ადრინდელი ფეოდალური ქართული სახელმწიფო, რომელსაც აგრეთვე ეწოდება ეგრის-აფხაზეთის სამეფო (VIII საუკუნეის 80-90-X საუკუნის 80-იანი წლებში). ჩემი აზრით სტატია აფხაზეთი მოიცავს ყველა სტატიას ერთად ცოტ-ცოტა მასალებით. აფხაზეთის მხარე არ უნდა დაერქვას სტატიას. ალბათ უფრო გადამისამართება აჯობებს როგორც მერო გვთავაზობს. და შემდეგ სტატიის ქვეთავში იხ. აგრეთვე ჩაიწეროს აფხაზეთის სამთავრო და აფხაზთა სამეფო.--ცანგალა () 13:31, 30 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ვერ ვხვდები რა საჭიროა აქ საქართველოს წარწერებიანი რუკის ჩასმა, სტატია ვიზუალურად საგრძნობლად დააუშნოვა.— ნიკა () 16:59, 11 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე ასეთი აზრი მომივიდა: ამ სტატიას და ალბათ ყველა სხვა სტატიას რომელიც საქართველოს ისტორიულ კუთხეს ეხება და არა თანამედროვე ავტონომიურ რესპუბლიკას ან მხარეს (მაგ. აჭარა, იმერეთი, კახეთი), ფრჩხილებში მივუთითოთ ისტორიული კუთხე (მაგ.აფხაზეთი (ისტორიული კუთხე)), შესაბამისად სათაურები აფხაზეთი, აჭარა, იმერეთი და ა.შ. გამონთავისუფლდება და გავაკეთოთ მათზე მრავალმნიშვნელობის გვერდი ან გადავიტანოთ მათზე ის გვერდები რომლებთანაც უფრო ასოცირდება დღეს თანამედროვე მხარე ან რესპუბლიკა (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურიის მხარე და ა.შ.). მემგონი სამართლიანი იქნება.--GagaVaa განხილვაწვლილი 19:56, 9 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

@Otogi:, ოთო, როგორც ჩანს, ცვლილების გაუქმებამ გააღიზიანა ეს ქალბატონი :D — Mikheil მიწერა 14:50, 23 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
მორიგი ბოდვა. ცოტა ხანში სეპარატისტად გამომაცხადებენ :D. მიშა, ეგებ მიწერო, რომ მანამ სანამ რელიეფზე დაწერდეს ერთი გეომორფოლოგიური ნაშრომი მაინც წაიკითხოს საამისოდ :). - OTOGI Messages 18:35, 23 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
ვერ ვაკომენტარებ, დაკეტილი აქვს. არადა, აშკარად შეურაცხყოფაზე გადავიდა უკვე. — Mikheil მიწერა 19:54, 23 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედიის ამდენი უსაფუძვლო და არასამართლიანი კრიტიკა მართლა ზღვარს გაცდა. წარმოიდგინე რაზე საუბრობს და წერს ?! ტერმინზე, რომლის მნიშვნელობაც არ იცის, მაგრამ მაინც წერს, აი პარადოქსი. რაც შეეხება ტერმინ ქვეყანას, სხვათა შორის, ძველ საქართველოში ამ ტერმინით აღინიშნებოდა მაგალითად, სამცხე! სამცხეს ქვეყანასაც უწოდებდნენ ხოლმე, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ იგი რაღაც ქვეყანაა, არა, ხოლო დღეს ქვეყანა მთელი ქვეყნის აღმნიშვნელია. თუმცა გეოგრაფიულ ლიტერატურაში არსებობს სპეციალური ტერმინები: ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეყანა და მთიანი ქვეყანა. ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეყანა ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონებისას გამოიყენება ხოლმე, ხოლო მთიანი ქვეყანა არის დედამიწის ზედაპირის დიდი სიგრძის აზევებული ფართო ნაწილი, აი მაგალითად, ჰიმალაი, კავკასიონი მთიანი ქვეყნებია. ასე რომ პანიკა, რომელიც ატეხეს „ქვეყნის“ გამო სრულიად უსუსურია და უსაფუძვლო. - OTOGI Messages 20:37, 23 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

This page isn't neutral and is biased towards the Georgian position, ignoring the point of view of Abkhazians in the Republic of Abkhazia. You need to see history, Abkhazia declared independence in the 1990es and it was just helped by Russia in 2008. If it's "occupied" then so is Kosovo, bit I'm sure you don't write it as an occupation. It's still a state with limited recognition and should be recognised as such. 93.15.241.95 17:03, 14 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

Georgia has not recognized the independence of Kosovo. 2A02:AB04:2C2:E300:E927:D53:2E5A:DD45 12:30, 20 მაისი 2023 (UTC)[უპასუხე]

ისტორიის გადაწერის მცდელობაა ეს შეცდომებია[წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთი ოკუპირებულია 1993 წლიდან, როდესაც დაეცა სოხუმი და არა 2008 წლიდან. ასევე, არაფერ შუაშია ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი აფხაზეთის ოკუპაციასთან და მოხსენით ლინკი 212.58.121.232 13:48, 29 ივლისი 2023 (UTC)[უპასუხე]