განხილვა:ანდრია კონჩალოვსკი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რატომ ანდრია და არა ანდრეი?--დათო1010 15:39, 8 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მეც ვერ ვხვდები. ამდენი ანდრეი გვყავს ვიკიში. თუ ესეც ქსე-ში წერია ანდრიად? :D :D :D --Henry McClean განხილვაწვლილი 15:42, 8 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

უეჭველად, ანდრეი უნდა იყოს--Tornike 15:43, 8 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

იმიტომ, რომ რუსია და სალიტერატურო სწორი ფორმაა ანდრია და არა ანდრეი. თუმცა ბოლო დროს ამის ირგვლივ ხშირია კამათი, თედორესი არ იყოს. - ოთოჯი განხილვა 15:44, 8 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

და დომხალი რომ არ იყოს, არ შეიძლება კონსენსუსი მივიღოთ? ან ყველა ანდრეი ანდრიად გადავაკეთოთ ან პირიქით? აქ ერთი წერია, აქეთ მეორე... --Henry McClean განხილვაწვლილი 15:46, 8 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ქსე-ში არაფერია მის შესახებ ნახსენები, ამიტომ ნუ დავუმახინჯებთ სახელს დავწეროთ ანდრეი. --დათო1010 15:47, 8 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
აქ განხილვა რასთან დაკავშირებით მიდის ? ანდრიასთან დაკავშირებით თუ კონჩალოვსკის ცნობადობასთან დაკავშირებით ?. შეგიძლია დამისაბუთო რატომ არის ანდრია დამახინჯებული ? . - ოთოჯი განხილვა 15:55, 8 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
მე როგორც ვიცი, ანდრიას სახელის გაქართულებით ვიღებთ. იგივეა ყველა დევიდი დავითად რომ თარგმნო. უნივერსალურ ენციკლოპედიურ ლექსიკონში ანდრეი სამჯერაა ნახსენები, სამივე რუსთან, ანდრია კი მხოლოდ დადიანის შესახებ.--Tornike 16:04, 8 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ანდრეის წარმოებული სახელებია: ანდრეიკა, ანდრია და სხვა (იხილეთ). ვთქვათ ავიღოთ ანდრია რუბლიოვი ესეც დამახინჯებულია ?. ამიტომ ნუ დავუმახინჯებთ სახელს - დათო1010 რაში მდებ ბრალს დამახინჯებაში ? - ოთოჯი განხილვა 16:12, 8 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მე ის მღლის, რომ პრინციპების შეჯახებას აქვს ადგილი. ჩვენი კი არა, წყაროების და ზოგადად დამკვიდრებული პრინციპების.

  • როდესაც არ ჟღერს, გადაგვაქვს.
  • მაგრამ სხვა დროს ვიხედებით წყაროებში.
  • სულ რომ მილიონჯერ სხვა სახით იყოს დამკვიდრებული
  • ერთი და იგივე სახელი ამ დროს სხვადასხვა სახით გვაქვს.
  • თუ გადმოგვაქვს ეს ანდრიაზე, კი ბატონო, მაშინ გადმოვიტანოთ დავითები, ჯორჯები (გიორგიზე) და ა.შ. ხუმრობა ხუმრობით და სრული სერიოზულობით ვამბობ, ვინაიდან შეუძლებელია ასე სახელიდან სახელამდე იხელმძღვანელო ხან ქსე-თი, ხან შენი ლოგიკით, ხან დამკვიდრებულებით, ხან სხვა პრინციპით. განა ერთი პრინციპი არ შეიძლება გვქონდეს აღებული? --Henry McClean განხილვაწვლილი 16:13, 8 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ჰენრი მე ამით იმის თქმა მინდა, რომ დამკვირებულის შეცვლას არ ვაპირებ; და კარგად ვიცოდი რომ ამას ეს მოჰყვებოდა და ერთგვარად მაინტერესებდა კიდეც :)). ეს არ არის კაპრიზი და პრინციპი. ეს არის არაკონსტრუქციული განხილვის წამოწყება (რამდენჯერ უკვე) და არაარგუმენტულად კომენტარების დაყრა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მხოლოდ უსუსური არგუმენტები. მე მოვრჩი. - ოთოჯი განხილვა 16:19, 8 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
რომელი ერთია უსუსური არგუმენტი, ის რომ რუსული სახელი ანდრეია და არა ანდრია, თუ ის რომ ჩვენს გარდა არცერთ ვიკიპედიას არ აქვს ეს სახელი "ნათარგმნი"? და ამ ყველაფერზე მნიშვნელოვნად მაინც რატომ ვთვლით 30 წლის წინ გამოშვებულ საბჭოთა წიგნს ეგ ვერ გამიგია. P.S. ანდრია ანდრეიდან რომ არის წარმოებული ვიცი. ეგ არ ნიშნავს, რომ ერთიდაიგივეა. მაგ ლოგიკით თუ გვინდა ინგლისური ენდრიუ ანდა საერთოდ სახელის თავი და თავი ბერძნული ანდრეა დავარქვათ.--Tornike 10:45, 9 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]