განხილვა:ალიშა კისი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ალიშია კისი)

"ალისია" ხომ არ ჯობია? დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური-ს მიხედვით აქ "c" ს-თი იწერება. ეს ფორმა "ალიშია" გავრცელებული რომ იყოს, კიდევ საფიქრალი იქნებოდა. მაგრამ გუგლის მიხედვით, ასეც არ ჩანს. - Island 05:37, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

აქ ამერიკაში ალიშიას უძახიან, თუ დაეჯერებათ :) - ალ-ო / 06:32, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

რავი :) მე რუსული ვიკით ვიხელძღვანელე :) გიგა 07:56, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]


en:C (სხვადასხვა ენებში), en:Cecil- Cecil [ˈsiːs(ə)l, ˈsɛs(ə)l, ˈsɛs(ɪ)l, ˈsɪs(ɪ)l] may refer to:.. ჩვენ უნდა დავეყრდოთ დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური-ს. --ცანგალა () 10:03, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

en:Alicia_(given_name)-ს თუ ვენდობით სახელი ესპანურია და ესპანურად იკითხება როგორც ალისია [aˈliθja], თუმცა იქვე აღნიშნულია რომ ინგლისურენოვნები გამოთქვამენ განსხვავებულად, ამერიკაში, როგორც ალიშა [əˈliːʃə] /a-lee-sha/, ინგლისში კი, როგორც [əˈliːsiə] /a-liss-ee-ah/. შესაბამისად რა გამოდის ეს სტატია და ასევე ალისია სილვერსტოუნი გადავიტანოთ ალიშაზე და როცა ინგლისელი იქნება ვინმე ეგ ალისიაზე? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gaga.vaa (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

არ ვიცი, მე პირადად დღემდე მახსოვს, სულ ვუსმენდი MTV-ზე (როდესაც ამის პირველი ჰიტი გაჩნდა), რომ წარმოთქვამდნენ ალიშას. სილვერსტოუნზეც რაღაც უნდა გადაწყდეს. მე ის არ მომწონს, რომ ალიშია არის (ი საერთოდ უნდა იყლაპებოდეს). --Henry McClean განხილვაწვლილი 19:15, 5 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

თუმცა - სილვერსტოუნის წარმოთქმა შემოტანილი მაქვს ინგლისური ვიკიდან - შესაბამისად, რაც არის, ის არის - ალისია სილვერსტოუნი. ალბათ, ინდივიდუალური შემთხვევაა. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:17, 5 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჰო სილვერსტოუნი როგორც ვნახე ბრიტანულ ოჯახშია გაზრდილი და ეტყობა მაგიტომ გამოთქვამენ, როგორც ალისიას თან ტრანკრიფციაც გვაქვს, რაც შეეხება ამ სტატიას ალიშაზე უნდა გადავიტანოთ ტრანკრიფციის მიხედვით,--GagaVaa 19:26, 5 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა --Henry McClean განხილვაწვლილი 19:28, 5 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

დამატებით მათთვის ვისაც დააინტერესებს საკითხის ჩვენეული გადაწყვეტის მიზეზები:

აქ გამოკვეთილად ჩანს რომ ამბობენ ალისია სილვერსტოუნს

https://www.youtube.com/watch?v=9txo84CJciQ#t=26 https://www.youtube.com/watch?v=9txo84CJciQ#t=26

აქ კი ალიშა კიისს

https://www.youtube.com/watch?v=w_3F2x5IAl0#t=15 https://www.youtube.com/watch?v=w1MbMR-0Lhs --GagaVaa 08:36, 6 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]