განხილვა:ალექსანდრ ზელენკო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართულად სახელი "ე"-ს გარეშე? უნდა იყოს ალექსანდრე. --ცანგალა () 11:21, 26 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ეგ ცოტა არ იყოს გაურკვეველია, და არა მარტო ჩემთვის. ზოგიერთი სახელი ქართულად გადმოაქვთ, ზოგიერთი კი არა. დომხალია, ერთი სიტყვით. თუ ე-თი უწერიათ ქსე-ში გადავიტანოთ, მაგრამ ამ ფორმიდან გადამისამართება უნდა დარჩეს (აქაც და სხვა პიროვნებებშიც). - ალ-ო / 11:33, 26 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ში ზელენკო არ წერია, მაგრამ იგივე სახელი ალექსანდრე პუშკინი წერია. მაგ. გიორგი მარუაშვილმა ალეკსანდრ დაწერა - აქ კი ქართულში კს არ იწერება, უნდა იყოს ქს. როდის დავალაგებთ? მე ასე ვიცი წმინდა სახელებელი უხეშად რომ ვთქვათ ითარგმნება მაგ. ალექსანდრე, პეტრე, ნიკოლოზი, თედორე, მიხეილი და ა. შ. (ინფორმაცია საიდან მაქვს არ მახსოვ). --ცანგალა () 11:52, 26 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ეგ მხოლოდ რუსულის შემთხვევაში, მაგრამ სხვა ენებიდან არაერთგაროვანია. - ალ-ო / 12:41, 26 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

აქ მხოლოდ რუსულ სახელებზე მაქვს საუბარი.--ცანგალა () 12:45, 26 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მე კი ზოგადად. და არ მესმის რატომ არის რუსული სახელები გამონაკლისი - რუსები ჩვენთვის უფრო მშობლიურები არიან? ეს შეკითხვა შენ არ გეკუთვნის - ზოგადად ენათმეცნიერებს. - ალ-ო /