განხილვა:ადიშის ოთხთავი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „ადიშის ოთხთავი“ გაუმჯობესდა პროექტ
ქართველოლოგია ვიკიპედიაში 2021-ის ფარგლებში.

თითქმის დარწმუნებული ვარ, მაგრამ იქნებ დავაზუსტოდ: მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საბჭოთა პერიოდში იგივეა რაც დღევანდელი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი? ამ ჩასწორების ავტორი წერს რომ ადიშის ოთხთავი ამ უკანასკნელში ინახება (თუმცა არ ვიცი რა წყაროს იყენებს). – BruTe () 11:08, 22 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად მესტიის მუზეუმშია: მუზეუმი დაარსდა 1936 წელს, სადაც დაცულია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია, რომელთა შორის განსაკუთრებულია: "ადიშის ოთხთავი" (897 წ.), "იერუსალიმის განჩინება" (X ს.), "მესტიის ოთხთავი" (1033 წ.), სახარების სხვა უძველესი რედაქციები, ქართული ჭედური და ფერწერული ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. ექსპონატების ქრონოლოგია III ათასწლეულიდან იწყება.Ouzo განხილვაწვლილი 11:15, 22 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გმადლობ Ouzo. წყაროს მივუთითებ. – BruTe () 11:20, 22 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
არაფერს. ერთი საინტერესო ლინკიც დავამატე და იქიდანაც შეიძლება სტატიის გამდიდრება. თუ გცალია და გაინტერესებს გააკეთე, თუ არა - მე მივხედავ.--Ouzo განხილვაწვლილი 11:26, 22 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
არ მეზარება მაგრამ არა მგონია თქვენზე უკეთ გამომივიდეს. ვიღიმიBruTe () 11:31, 22 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
უკეთ არ ვიცი ვიღიმი, მაგრამ გავაკეთებ მაშინ.— Ouzo განხილვაწვლილი 11:37, 22 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ადიშის ოთხთავის ტექსტის უნიკალურობა[წყაროს რედაქტირება]

"ტექსტი"-ს გრაფაში ჩავწერე ის, რითიც ადიშის ოთხთავი ყველა სხვა ქართული ხელნაწერისგან განსხვავდება. ის არ შეიცავს იმ მუხლებს, რომელიც დიდი ხანია მეცნიერთა მიერ აღქმულია საეჭვო წარმომავლობის მქონედ რადგან უძველეს ბერძნულ ხელნაწერებსა და პაპირუსების უმრავლესობაში ისინი არ წერია. ამიტომ აუცილებლად მივიჩნიე ჩამეწერა, არამგონია რამე შესწორება დაჭირდეს მაგ ნაწილს, თუმცა მომავალში მსურს ცალკე გვერდები შევქმნა კონკრეტულ საეჭვო წარმომავლობის მუხლებზე, ამიტომ წითელი ასოებით არის დაწერილი ჯერჯერობით. — Otherguylb განხილვაწვლილი 10:38, 23 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]