განკითხვის დღე (მიქელანჯელო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
განკითხვის დღე
Il Giudizio Universale
ავტორი მიქელანჯელო ბუონაროტი
წელი 1537-1541
კატალოგი 12
ტიპი ფრესკა
სიმაღლე 1370
სიგანე 1200
ქალაქი ვატიკანის დროშა ვატიკანი
მუზეუმი სიქსტეს კაპელა

განკითხვის დღე (იტალ. Il Giudizio Universale)[1]იტალიური რენესანსის ხელოვნის მიქელანჯელო ბუონაროტის ფრესკა, შესრულებული სიქსტეს კაპელის საკურთხევლის კედელზე, ვატიკანში. მხატვარი ფრესკაზე ოთხი წელი მუშაობდა — 1537 წლიდან 1541 წლამდე, საკურთხევლის კედლის მომზადება 1535 წლიდან დაიწყო. მიქელანჯელომ ამ ფრესკაზე მუშაობა სიქსტეს კაპელის ჭერის (1508-1512) მოხატვის დაასრულებიდან 25 წლის შემდეგ დაიწყო.

მასზე ასახულია ქრისტეს მეორედ მოსვლა და ღმერთის მიერ მთელი კაცობრიობის უკანასკნელი და სამარადისო განკითხვა. სულები მაღლდებიან და ეშვებიან მათი ბედისწერიდან გამომდინარე, რომელთაც ქრისტე განიკითხავს და რომელსაც გარშემორტყმული ჰყავს ცნობილი წმინდანები: ეკატერინე ალექსანდრიელი, პეტრე, ლოურენსი, ბართოლომეო, პავლე, სიმონი, სებასტიანი, იოანე ნათლისმცემელი და სხვანი.

„განკითხვის დღე“ ითვლება ნამუშევრად, რომლითაც ხელოვნებაში აღორძინების ეპოქა დასრულდა, რომელშიც მიქელანჯელომ თავისი ვალი სიქსტეს კაპელის კამარებისა და ჭერის მოხატვით მოიხადა, და რომელმაც ანთროპოცენტრული ჰუმანიზმის ფილოსოფიაში ახალ იმედგაცრუების პერიოდს დაუდო საფუძველი[2].

დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Last Judgement. Vatican Museums. ციტირების თარიღი: 27 August 2013.
  2. Stefano Zuffi, La pittura rinascimentale, 2005.