განთიადი (დმანისის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განთიადი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
განთიადი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი დმანისი
თემი განთიადი
კოორდინატები 41°20′25″ ჩ. გ. 44°15′28″ ა. გ. / 41.34028° ჩ. გ. 44.25778° ა. გ. / 41.34028; 44.25778
მოსახლეობა 544 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96 %, ბერძნები 3 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (360)[2]
საფოსტო ინდექსი 1703[3]
განთიადი (დმანისის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
განთიადი (დმანისის მუნიციპალიტეტი)
განთიადი (დმანისის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
განთიადი (დმანისის მუნიციპალიტეტი)
განთიადი (დმანისის მუნიციპალიტეტი) — დმანისის მუნიციპალიტეტი
განთიადი (დმანისის მუნიციპალიტეტი)

განთიადი[4][5] (1949 წლის 12 ივლისამდე[6]„ყალამშა“) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში[7]. თემის ცენტრი (სოფლები: განთიადი, ჯავახი, ტნუსი). მდებარეობს დმანისის პლატოზე. მდინარე მაშავერის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1060 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 5 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 816 კაცი.[8]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სახელწოდება „კალამშა“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Каламша“ სახით.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემორჩენილია X-XI საუკუნეების ეკლესია, რომელიც მრავალჯერ გადაუკეთებიათ. კედლებში ჩაყოლებულია წარწერიანი ლოდები, ერთი — აგების დროინდელია, ორი — XIII-IV საუკუნეებისაა. ახლანდელი ქართული მოსახლეობა XIX საუკუნეში ჯავახეთიდან არის მოსული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://census.ge/en/home
  2. http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
  3. http://www.gpost.ge
  4. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 28.
  5. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 42.
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  7. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
  8. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.