განგოტრი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
განგოტრი
Gaumukh Gangotri glacier.jpg
კოორდინატები:

30°50′00″ ჩ. გ. 79°10′00″ ა. გ. / 

განგოტრი მდებარეობა ინდოეთი

Blue Fire.svg
მდებარეობა ჰიმალაი, ინდოეთის დროშა ინდოეთი
ფართობი 300 კმ²
სიგრძე 32 კმ
მდგომარეობა პულსაციური

განგოტრი — მსხვილი მყინვარი ჰიმალაის მთებში (ინდოეთი). განლაგებულია ზასკარის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე განგოტრის (ბჰაგირატხის მარცხენა შენაკადი, განგის აუზი) ზემოთში.

იწყება მწვერვალ ბადრინატხის (7188 მ) რაიონში და გაედინება დასავლეთისაკენ. მყინვარ განგოტრის სიგრძეა 32 კმ, ფართობი — 300 კვ. კმ. ფირნის ხაზი გადის 5150 მეტრზე, მყინვარის ქვედა ბოლო მოგვაგონებს „ძროხის პირს“ და ეწოდება „გაუმუკხი“ (Goumukh ან Gaumukh, gou — „ძროხა“ და mukh — „სახე“).

ბოლო წლებში განიცდის შეთხელებას.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • Войтковский К.Ф. Основы гляциологии, Наука, М., 1999.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]