განათლება (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განათლება (მრავალმნიშვნელოვანი).

„განათლება“ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური და ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1908–1918 წლებში. ჟურნალი აშუქებდა პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლების, დიდაქტიკური აღზრდის თეორიის და სკოლათმცოდნეობის პრობლემებს; აქვეყნებდა წერილებს სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, მეცნიერულ და ტექნიკურ საკითხებზე; ბეჭდავდა აგრეთვე მხატვრულ ლიტერატურას, ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, მოგონებებს, კორესპონდენციებს, ბიბლიოგრაფიასა და ქრონიკას. 1911 წლიდან „განათლების“ ყოველი წლის უკანასკნელ, მე-10 ნომერს ერთვოდა წლიური საძიებელი, ხოლო 1913–1917 წლებში — სპეციალური დამატება „ცნობები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედებისა“ პაგინაციითა და ნუმერაციითურთ. სულ გამოვიდა „განათლების“ 95 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი — ლუარსაბ ბოცვაძე. თანამშრობლობდნენ იმ დროისათვის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, პედაგოგები, მწერლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]