გამრეკელ ჯავახიშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამრეკელ ჯავახიშვილი, XIV საუკუნის I ნახევრის ქართლის წარჩინებული ფეოდალი. თეძმის ხეობაში დამკვიდრებული თორელების საგვარეულოდან წარმომდგარი ჯავახიშვილების გვარის პირველი წარმომადგენელი - შვილი ჯავახ თორელისა. ჰყავდა ძმა ივანე, და - ბობა, შვილი სარიჯნა. ჟამთააღმწერლის ცნობით, XIV საუკუნის დასაწყისში, ყაზან-ყაენის სიკვდილის შემდეგ, მეფე ვახტანგ III-თან (1298-1308) ერთად მონაწილეობდა მონღოლთა ლაშქრობაში გილანელების წინააღმდეგ. 1345 გიორგი V ბრწყინვალემ ურდოში ლაშქრობის დროს ერთგული სამსახურისთვის ჯავახიშვილს ყმა-მამული უწყალობა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ.: შოთა რუსთაველი, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 1966;
  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 11, გვ. 526, თბ., 1987
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები