გამი დათუნიების თავგადასავლები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გამი დათუნიების თავგადასავლები Disney's Adventures of the Gummi Bears |
|
|---|---|
”გამი დათუნიები” |
|
| ჟანრი | ანიმაციური სერიალი |
| მონაწილეობენ | (იხილეთ მოქმედი პერსონაჟების სია სტატიაში) |
| ქვეყანა | |
| ეპიზოდი | 65 |
| გადაღება | |
| ხანგრძლივობა | 22 წთ. |
| ეთერი | |
| არხი | NBC 1985-1989 ABC 1989-1990 |
| პირველად ეთერში | 14 სექტემბერი, 1985 |
| გარე ბმულები | |
| IMDb პროფილი | |
გამი დათუნიების თავგადასავლები (ინგლ. Disney's Adventures of the Gummi Bears) არის კომპანია უოლტ დისნეის 1985 წელს გამოშვებული ანიმაციური სერიალი. კომპანიის გენერალურ დირექტორს მაიკლ აისნერს, მას შემდეგ რაც მისმა შვილმა სთხოვა ამავე სახელწოდების კანფეტების ყიდვა, დაებადა იდეა, შეექმნა ახალი ანიმაციური სერიალი. სერიალი დღესაც ძალიან ცნობილია, განსაკუთრებით თავისი სიმღერით, რომლის ავტორებიც არიან მაიკლ და პეტი სილვერშერი. მთლიანობაში, სერიები რამდენიმეჯერ გავიდა სხვადასხვა საბავშვო ტელეარხის ეთერში. მისი 1-3 სეზონების სერიები DVD-ზე ოფიციალურად გამოვიდა 2006 წლის 14 ნოემბერს
[რედაქტირება] სიუჟეტი
[რედაქტირება] პერსონაჟები
[რედაქტირება] გამი დათუნიები
სერიალის შვიდი მთავარი მოქმედი გმირი დათუნია არის:
- გრაფი გამი - მუდმივად უკმაყოფილო ამა თუ იმ საკითხით. როგორც ეტყობა, მისი პროტოტიპია ”ბუზღუნა” (ფიფქია და შვიდი ჯუჯა)
- ზუმი გამი - ყველაზე ბრძენი დათუნია, რომელიც ფლობს ჯადოსნურ ძალას.
- ბებია გამი - იგი ამზადებს ”გამის” წვენს, რომელიც დათუნიებს ჯადოსნურ ძალას უმატებს
- ტამი გამი - დიდი მსუქანი დათუნია, რომელიც ნიჭიერი მებაღეა და უყვარს გემების მოდელების აწყობა.
- სანი გამი - გოგონა-გამი, რომელიც ხშირად ეკამათება დათუნიების კლანს. იგი შეყვარებულია გუსტო გამიზე, რომელიც ჩნდება სერიალის მეორე სეზონში.
- კაბი გამი - პატარა ბიჭუნა-გამი. ყველაზე უმცროსი დათუნიების კლანში. მოხერხებული და სწრაფი დათუნია.
- გუსტო გამი - არტისტული, ინდივიდუალისტური ბუნების მქონე დათვი, რომელიც აღმოჩნდა უკაცრიელ კუნძულზე. გრაფი და ტამი მას გადაარჩენენ მეორე სეზონის მესამე ეპიზოდში.
|
|||||