გამეტოფიტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ტერარიუმში გაზრდილი გამეტოფიტი
გამეტოფიტი (გამეტა და ბერძნ. phyton — მცენარე) — მცენარის სქესიანი თაობა. განვიტარების ციკლში იცვლება უსქესო თაობით — სპოროფიტით. მრავალ მცენარეში გამეტოფიტი სპოროფიტისაგან დამოუკიდებლად არსებობს და გარეგნულად მისგან ან არ განსხვავდება (მაგ., ბევრი წყალმცენარის გამეტოფიტი), ან მკვეთრად განსხვავდება (გვიმრების, შვიტებისა და ლიკოპოდიუმების წინაზრდილი). ფარულთესლოვან მცენარეებში გამეტოფიტი წარმოდგენილია მტვრის მარცვლით (მამრობითი გამეტოფიტი) და ჩანასახის პარკით (მდედრობითი გამეტოფიტი). გამეტოფიტის უჯრედები შეიცავს ქრომოსომების ჰაპლოიდურ რიცხვს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 653, თბ., 1977 წელი.