Hello world
Hello world (ქართ. გამარჯობა სამყარო) არის უმარტივესი პროგრამა, რომელიც ამა თუ იმ საშუალებით გამოუტანს მომხმარებელს შეტყობინებას "გამარჯობა, სამყარო!" (ხშირად, "Hello, World!"). ამ პროგრამის დაწერის ტრადიცია მოდის დენის რიტჩის და ბრაიან კერნიგენის კლასიკური ნაშრომიდან The C Programming Language. დღეს უმეტესობა ელემენტარული პროგრამირების ენის სახელმძღვანელოსი იწყება ამ პროგრამით, როგორც უმარტივესი მაგალითი ყველა შესაძლებლიდან.
სექციების სია |
[რედაქტირება] Hello world პროგრამის იმპლემენტაცია გავრცელებულ ენებზე
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა კოდი (თუ საგანგებოდ არაა აღნიშნული) კონსოლში ბეჭდავს Hello, world! ტექსტს და არ ყოვნდება, ანუ პროგრამის დასრულებისთანავე (რაც იგივეა რომ ტექსტის გამოტანისთანავე) კონსოლი გაითიშება.
[რედაქტირება] ჯავა
პროგრამა ჯავაზე, რომელსაც შეტყობინება კონსოლზე გამოაქვს, ასე გამოიყურება:
public class HelloWorld { static public void main(String[] args) { System.out.println("Hello, world!"); } }
[რედაქტირება] C და C++
#include <stdio.h> int main(void) { printf("Hello, world!"); return 0; }
ზემოთ მოყვანილი კოდი იმუშავებს ორივე C და C++ ენებზე, თუმცა ის უფრო C ენის სტანდარტია. C++ უპირატესობას ანიჭებს მისთვის დამახასიათებელ სტრუქტურას და ბიბლიოთეკას:
#include <iostraem> int main() { std::cout<<"Hello, world!"; return 0; }
[რედაქტირება] პითონი
print "Hello, world!"
[რედაქტირება] რუბი
puts "Hello, world!"
სტატიის