გამარჯვების ორდენი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ამ ტერმინის „გამარჯვება“ მნიშვნელობისთვის იხილეთ გამარჯვება.

მუარის ლენტა

„გამარჯვების“ ორდენი

გამარჯვება“ (რუს. Орден „Победа“), უმაღლესი სამხედრო ორდენი. დაწესებულია სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1943 წლის 8 ნოემბრის ბრძანებულებით. „გამარჯვების“ ორდენით აჯილდოებენ საბჭოთა არმიის უფროს მეთაურთა შემადგენლობას ისეთი საბრძოლო ოპერაციების წარმატებით ჩატარებისათვის, რომელთა შედეგადაც ვითარება ძირეულად იცვლება საბჭოთა არმიის სასარგებლოდ. ორდენის ნიშანი პლატინისაგან მზადდება. ლალის ამოზნექილ ხუთქიმიან ვარსკვლავს გარს ბრილიანტები აქვს შემოვლებული. ქიმებს შორის სხივებიც ბრილიანტებითაა მოოჭვილი. ბრილიანტების საერთო წონა 16 კარატია. ორდენს მკერდის მარცხენა მხარეს ატარებენ. ლენტის ნიმუში და აღწერილობა დამტკიცებულია სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 18 აგვისტოს ბრძანებულებით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 647, თბ., 1977

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე