გამანადგურებელ-ბომბდამშენი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გამანადგურებელ-ბომბდამშენი (რუსეთში — ტაქტიკური გამანადგურებელი) — საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც განკუთვნილია სახმელეთო (საზღვაო), მცირე ზომის მოძრავი მიზნების გასანადგურებლად მოწინააღმდეგის ტაქტიკურ და უახლოეს ოპერატიულ სიღრმეში, აგრეთვე საფრენი აპარატების წინააღმდეგ საბრძოლველად ჰაერში, დაზვერვის საწარმოებლად და ნაღმური ღობურების დასაყენებლად.[1] გამანადგურებელს იგი აღემატება თავის საბრძოლო დატვირთვით. გამანადგურებელ-ბომბდამშენი შეიძლება აღჭურვილი იყოს ბირთვული და ჩვეულებრივი ბომბებით, ამნთები ავზებით, მაპთვადი და უმართავი რაკეტებით, საარტილერიო შეიარაღებით. მას აგრეთვე გააჩნია მრავალფუნქციური რადიოსალოკაციო დასამიზნებელი სისტემა ავტომატიზებული ბომბდაშენის განსახორციელებლად.
- სიჩქარე: 2350 კმ/სთ-მდე
- პრაქტიკული ჭერი 21 კმ-მდე
- ეკიპაჟი: ერთი ადამიანი
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ (Dec 1942) „Fighter-bombers are dual-purpose“. Popular Science 141. ISSN 0161-7370. წაკითხვის თარიღი: 25 March 2011.
სტატიის