გალობანი სინანულისანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

"გალობანი სინანულისანი" ორიგინალური პოეტური ნაწარმოებია, რომელიც ეკუთვნის XI-XIIს.ს.-ში მცხოვრებ საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელს. ეს ნაწარმოები შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. იგი ეძღვნება სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებულ (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დავით IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. დავით IV-ის საგალობელში შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა და ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენისა. ის განსაკუთრებულ მსგავსებას ამჟღავნებს ანდრია კრეტელის ”დიდ კანონთან”. მსგავსება ამ ორ ძეგლს შორის დიდი ხანია შენიშნულია და აღიარებული ქართველი მეცნიერების მიერ. ორივე ნაწარმოები შექმნილია 50-ე ფსალმუნის მოტივზე. ორივეს ანათესავებს ერთი თემა, ეთიკური იდეების ერთი წრე. ორივე საგალობელში ლირიკული გმირი წარმოთქვამს აღსარებას უზენაესის წინაშე, ინანიებს ჩადენილ ცოდვებს და იმედოვნებს ღმერთის მოწყალეობასა და სახიერებაზე. ორივე საგალობელს საფუძვლად უდევს ახალი აღთქმისეული მოძღვრება ადამიანზე და ლიკირული გმირი ეფუძნება პიროვნების ფართო გაგებას. დავითის სინანულის საგალობელში ლირიკული გმირის ღაღადისი მარადიულია მაცხოვრისადმი, ღმრთისმშობლისადმი. ამით დავით IV-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. არსებობს ”გალობანი სინანულისანის” გერმანული თარგმანი. იგი შესრულებულია ვ. ოფერმანის მიერ.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები