გალიფრეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალიფრეი
სურათი
სამეც-ფ. სამყარო
სამყარო Doctor Who
მდებარეობა კასტერბორუსი
პლანეტის ტიპი პლანეტა
მზე ბინარული სისტემა გრიდლოკი
თანამგზავრები პაზიტი გალიფრეია
დღე 18 საათი
გეოგრაფია
ატმოსფერო 77% აზოტი, 21% ჟანგბადი, 2% სხვა
მოსახლეობა
მოსახლეობა დროის მბრძანებლები

გალიფრეი (ინგლ. Gallifrey) — პლანეტა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ბრიტანული ტელესერიალიდან Doctor Who. ის სერიალის მთავარი პერსონაჟის, დოქტორისა და დროის მბრძანებლების სამშობლოა. გალიფრეი მდებარეობდა ბინარული ვარსკვლავების სისტემა გრიდლოკში, კასტერბორუსის თანავარსკვლავედში. მისი გალაქტიკური კოორდინატებია „1001100 X 02 გალაქტიკის ნულოვანი ცენტრიდან“, რაც დედამიწიდან დაახლოებით 29 000 სინათლის წლის მოშორებითაა.[1]

თავდაპირველად სერიალში დოქტორის მშობლიურ პლანეტაზე არაფერი იყო ნათქვამი, ის მხოლოდ 1969 წელს გამოაჩინეს მე-7 სეზონში „ომის თამაშები“, დოქტორის გასამართლების ეპიზოდში. სახელი კი გამომჟღავნდა „ომის მეომარში" (1973). დროში მოგზაურობის მეშვეობით გალიფრეის ხშირად სტუმრობენ, როგორც დედამიწის წარსულში, ისე შორეულ მომავალშიც, 100 ტრილიონ წელიწადში, რომელსაც დროის ლორდებმა ვერ მიაღწიეს.[2]

გალიფრეის შესახებ ინფორმაცია ნელ-ნელა ივსებოდა განახლებულ სერიებში (2005 წლიდან). პირველ სეზონში იყო მინიშნება, რომ ის დალეკების იმპერიასთან ერთად განადგურდა დოქტორის მიერ დროის ომში. პლანეტა სახელით მხოლოდ 2006 წლის საშობაო სპეციალურ ეპიზოდში მოიხსენიეს. ცოტა ხნით გამოჩნდა მე-7 სეზონის ფინალში, ეპიზოდში „დოქტორის სახელი“, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ მოიპარეს დოქტორმა და სუზანმა ტარდისი. ეპიზოდის „დოქტორის დღე“ მიწურულს აღმოჩნდა, რომ გალიფრეი გადარჩა, თუმცა დროში გაიყინა და დოქტორის 13 ინკარნაციის მიერ სხვა სამყაროში იქნა გადატანილი.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]