გალინარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Isola Gallinara-regione Monti.jpg

გალინარა ან იზოლა-დ'ალბენგა (იტალ. Gallinara, Isola d'Albenga) — პატარა კუნძული ლიგურიის ზღვაში, ლიგურიის რეგიონის ქალაქ ალბენგის სანაპიროსთან.

კუნძულზე მოღვაწეობდა წმინდა მარტინე ტურელი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა მოეძებნა თავშესაფარი, სადაც მარტოობასა და განდეგილობაში იცხოვრებდა, სანამ ის შეუერთდებოდა ჰილარი არლელს გალიაში. მის სანაპირო წყელბში აღმოჩენილია ჩაძირული რომაული გემი.

დღეისათვის კუნძული დაცულია როგორც კუნძულ გალინარის რეგიონული ბუნების ნაკრძალი (Riserva Naturale Regionale Isola Gallinara) და წარმოადგენს ვერცხლისფერი თოლიის ერთ-ერთ უდიდეს თავშესაფარს მთელს ხმელთაშუა ზღვაზე. ასევე გავრცელებულია მრავალი იშვიათი მცენარე და ხელუხლებელია ზღვის ფსკერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]