გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ — ქართული ყოველკვირეული ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1922 წლის დეკემბრიდან 1923 წლის მარტამდე (№ 1-9). ჟურნალი ბეჭდავდა პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს, ლიტერატურულ კრიტიკას; წერილებს მხატვრობის, თეატრისა და მუსიკის საინტერესო საკითხებზე და სხვა. რედაქტორ-გამომცემელი — გალაკტიონ ტაბიძე. ჟურნალში თანამშრომლობდნენ: გ. ქუჩიშვილი, მწერალი შიო მღვიმელი, ბაბილინა, დემნა შენგელაია, ია ეკალაძე, ი. ვართაგავა, ს. მელაძე, ი. მოსაშვილი, ტერენტი გრანელი, ვ. გუნია, ა. ღვინიაშვილი, ლ. გუდიაშვილი, ი. ქავჟარაძე და სხვა. ჟურნალი მხატვრულად გააფორმეს ლადო გუდიაშვილმა და კირილ ზდანევიჩმა. „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ლორთქიფანიძე ი., ქსე, ტ. 2, გვ. 632, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები