გალაგო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პრიმატები | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Galago | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
გალაგო (Galago), ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი პრიმატების რიგისა. სხეულის სიგრძე 115 - 380 მმ, კუდისა - 150 - 410 უკანა კიდურები წინაზე გრძელია. აქვთ მახვილი სმენა. ხეებზე 1,8 - 2,3 მ სიგრძის ნახტომებით მოძრაობენ, მიწაზე კენგურუს მსგავსად დახტიან. ცხოვრობენ აფრიკის ტროპიკულ ტყეებში საჰარის სამხრეთით. უმთავრესად ღამის ცხოველები არიან. იკვებებიან მწერებითა და მცირე ზომის ცხოველებით. ჭამენ აგრეთვე ფრინველის კვერცხსაც. შობენ ერთ ნაშიერს, ზოგჯერ კი ტყუპსაც. ადვილად ეგუებიან ტყვეობას.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 632, თბ., 1977 წელი.
სტატიის