გაი რიჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაი რიჩი
Guy Ritchie 2012.jpg
გაი რიჩი, 2012
მშობლ. სახელი Guy Ritchie
დაიბადა გაი სტიუარტ რიჩი
10 სექტემბერი, 1968
ეროვნება ინგლისელი
მეუღლე(ები) მადონა (2000-08)
(გაშორდნენ)
გაი რიჩი და მადონა, 2005 წელი

გაი სტიუარტ რიჩი (ინგლ. Guy Stuart Ritchie; დ. 10 სექტემბერი, 1968) — ინგლისელი სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი. გადაღებული აქვს ფილმები „დიდი ფსონი“, „რევოლვერი“, „შერლოკ ჰოლმსი“ და სხვა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

გაი სტიუარტ რიჩი 1968 წლის 10 სექტემბერს, ჰარტფორდშირის საგრაფოს ქალაქ ჰატფილდში, დაიბადა. ბავშვობაში დისლექსიით იყო დაავადებული. 15 წლის ასაკში სკოლიდან ნარკოტიკების მოხმარების გამო გარიცხეს. შემდგომ, გაი რიჩიმ ყურადღება კინოზე გადაიტანა და 1995 წელს თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, — „The Hard Case“, — გადაიღო.

1998 წელს დადებითი შეფასება ხვდა წილად გაი რიჩის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს „კარტი, ფული და ორი ლულა“. 2000 წელს გადაიღო კიდევ ერთი წარმატებული ფილმი, — „დიდი ფსონი“, — რომელშიც ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობები, ბრედ პიტი, ბენისიო დელ ტორო და დენის ფარინა, მონაწილეობენ.

2000 წელს გაი რიჩი ამერიკელ მომღერალზე, მადონაზე, დაქორწინდა. მათ ვაჟი როკო ჯონ რიჩი (დ. 2000) შეეძინათ და დევიდ ბანდა რიჩი იშვილეს (დ. 2005). გაი რიჩი და მადონა 2008 წელს გაიყარნენ. 2011 წელს რეჟისორს მოდელ ჯეკი ეინსლისაგან კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა — რაფაელ რიჩი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

სრულმეტრაჟიანი ფილმები
წელი ფილმი პოზიცია
1998 კარტი, ფული და ორი ლულა რეჟისორი სცენარისტი
2000 დიდი ფსონი რეჟისორი სცენარისტი
2002 წაღებულნი რეჟისორი სცენარისტი
2005 რევოლვერი რეჟისორი სცენარისტი
2008 როკ-ენ-როლერი რეჟისორი პროდიუსერი სცენარისტი
2009 შერლოკ ჰოლმსი რეჟისორი
2011 შერლოკ ჰოლმსი: ჩრდილების თამაში რეჟისორი
მოკლემეტრაჟიანი ფილმები
წელი ფილმი პოზიცია
1995 The Hard Case რეჟისორი სცენარისტი
2001 The Hire: Star რეჟისორი
2007 Suspect რეჟისორი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]