გაიუს დუილიუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაიუს დუილიუსი - რომის კონსული ძვ. წ. 260 წელს და მხედართმთავარი. მონაწილეობდა პირველ პუნიკურ ომში. დაამარცხა კართაგენის ფლოტი მილაის ბრძოლაში.

გაიუს დუილიუსი არ იყო ტრადიციული არისტოკრატიული ოჯახიდან, როგორც ჩანს იგი ე.წ. ჰომო ნოვო იყო. მიუხედავად ამისა იგი 260 წელს არჩეულ იქნა კონსულად და იგი სახმელეთო ჯარების მეთაური გახდა. მის კოლეგას ლუციუს კორნელიუს სციპიონ ასინას კი ფლოტი ჩააბარეს. როდესაც ამ უკანასკნელმა წააგო ლიპარის კუნძულებთან ბრძოლა და ტყვედ ჩავარდა, გაიუსი ფლოტის მეთაური გახდა. მან ბრწყინვალედ მოიგო მილაის ბრძოლა ჰანიბალ გისკოს წინააღმდეგ. ეს იყო რომაელთა პირველი წარმატება ზღვაზე და სწორედ ამ ბრძოლაში იყო პირველად გამოყენებული ყვავი. რომში იგი ტრიუმფით დაბრუნდა.

ძვ. წ. 258 წელს გაიუსი ცენზორად იყო არჩეული, რაც მისი წარმომავლობის ადამიანისთვის ძალიან იშვიათი პატივი იყო.

ძვ. წ. 231 წეკს კი იგი დიქტატორად აირჩიეს არჩევნების ჩასატარებლად.