გავგამელის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გავგამელას ბრძოლა)
გავგამელას ბრძოლა
ალექსანდრე მაკედონელის ბრძოლების ნაწილი

სპარსელების საბრძოლო ეტლები გავგამელას ბრძოლაში (ავტორი ანდრე კასტაინი, 1898-1899)
თარიღი 1 ოქტომბერი ძვ. წ. 331
მდებარეობა სავარაუდოდ ტელ გომელი (გავგამელა) ქალაქ მოსულისა და ირბილის (არბელა) ახლოს.
შედეგი გადამწყვეტი გამარჯვება მაკედონიის სასარგებლოდ.
ტერიტორიული
ცვლილებები
ალექსანდრე იპყრობს სპარსეთის ნახევარ ტერიტორიას
მხარეები
მაკედონია,
სამხრეთი საბერძნეთი
აქემენიდების იმპერია,
დაქირავებული ბერძნები
მეთაურები
ალექსანდრე დიდი
კრატერი
პტოლემე
ანტიგონი
კასანდრი
კლიტოსი
პარმენიონი
ნეარქი
დარიოს III
ძალები
47 000 53 000-100 000
დანაკარგები
100 ქვეითი,
1000 კავალერისტი,
(არიანე),
300 ქვეითი (კვინტუს რუფუსი),
500 ქვეითი (დიოდორე სიცილიელი),
40 000 (კვინტუს რუფუსი),
47 000,
90 000 (დიოდორე),
300 000+ ტყვეები
გავგამელის ბრძოლა ვიკისაწყობში

გავგამელის ბრძოლა ან არბელას ომი (ბერძნულად: Γαυγάμηλα) ძვ.წ. 331 წელს გაიმართა ალექსანდრე დიდსა და დარიოს III-ს შორის, რომელიც დამთავრდა ძველი მაკედონიელების ბრწყინვალე გამარჯვებითა, ხოლო ამას საბოლოოდ აქემენიდთა იმპერიის დაცემა მოჰყვა.

ბრძოლის ადგილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარიოსმა აირჩია ვაკე ადგილი სადაც განალაგებდა თავის რიცხვობრივად აღმატებულ ძალებს. თუმცა არაა დამტკიცებული რომ ომი ზუსტად გავგამელას ველზე შედგა. შესაძლოა ბრძოლა გაიმართა აქლემის ფორმის გორაკზე, საიდანაც მოდის ადგილის სახელწოდებაც: ტელ გომელი ან ტელ გაჰმალი, რომელიც სემიტურ ენებში ითარგმნება როგორც "აქლემის მთა". საყოველთაოდ მიღებული აზრი ადგილმდებარეობის შესახებ არის ქალაქ მოსულის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია (თანამედროვე ერაყის ჩრდილოეთ ნაწილი 36°22′N 43°15′E / 36.36° ჩ. გ. 43.25° ა. გ. / 36.36; 43.25), რომელიც ორელ სტეინმა 1938 წელს შემოგვთავაზა.

ბრძოლამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისოსის ბრძოლის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, ალექსანდრემ დაიკავა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო და ეგვიპტე. შემდეგ დაიძრა სირიიდან სპარსეთის იმპერიის ცენტრისაკენ. ალექსანდრემ გადალახა ევფრატისა და ტიგროსის მდინარეები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. დარიოსი ამზადებდა მასიურ არმიას, იხმობდა ჯარისკაცებს იმპერიის შორეული კიდეებიდან. ის გეგმავდა მრავალრიცხვოვანი არმიის შეკრებას, რათა თავს დასხმოდა ალექსანდრეს. თანამედროვე ისტორიკოსების მტკიცებით მან 100 ათასამდე კაცს მოუყარა თავი. დარიოსმა აგრეთვე საბრძოლველად შეარჩია დაბლობი, სადაც ალექსანდრეს არ ექნებოდა რელიეფის უპირატესობა, რაც დარიოსს საშუალებას მისცემდა უფრო ეფექტურად ემართა თავისი ჯარი.

თავდასხმის დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრეს გენერლები პარმენიონის ჩათვლით თვლიდნენ რომ შეტევა ღამე უნდა დაეწყოთ, რათა დაეძლიათ სპარსელების რიცხვობრივი უპირატესობა. ალექსანდრემ უარყო მათი მოსაზრება, თქვა რომ ის არ იყო ჩვეულებრივი გენერალი და ასე არ მოიქცეოდა. და პირადად პარმენიონს კი საჯაროდ უთხრა "ასე მოვიქცეოდი მე რომ პარმენიონი ვიყო, თუმცა მე ალექსანდრე ვარ". როგორც აღმოჩნდა ალექსანდრემ თავდასხმის დრო ზუსტად შეარჩია. დარიოსს ეშინოდა, რომ ალექსანდრე ღამით შეუტევდა, ამიტომ თავისი არმია მთელი ღამის განმავლობაში ფხიზლად ამყოფა, რამაც ისინი ძალიან მოქანცა. როდესაც ალექსანდრე და მისი ჯარისკაცები უფრო დასვენებულები იყვნენ.

სპარსთა არმია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე გამოთვლებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენაერთები რაოდენობა
ფელტასტები (მსუბუქი ქვეითები) 10 000 - 30 000
კავალერია 12 000 - 40 000
სპარსელი "უკვდავები" 10 000
ბერძენი ჰოპლიტები (შუბოსნები) 8000 - 10 000
ბაქტრიული კავალერია 1000 - 2000
მშვილდოსნები 1500
საბრძოლო ეტლები 200
საბრძოლო სპილოები 15
სულ 52 930 - 93 930

ანტიკური წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არიანეს თუ დავუჯერებთ დარიოსის ძალები 40 000 კავალერისტისა და მილიონამდე ქვეითისაგან შედგებოდა. დიოდორე სიცილიელის მიხედვით ეს რიცხვები 200 000 და 800 ათასია. პლუტარქეს მოსაზრებით აქემენიდთა დინასტიის იმპერატორს მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავდა. კურტიუს რუფუსის მიხედვით კი ჯარში 40 000 ცხენოსანი და 200 000 ქვეითი იყო. ყველა უძველესი ისტორიკოსი აღიარებს რომ დარიოსს 200 საბრძოლო ცხენი და 15 საბრძოლო სპილო ჰყავდა. დარიოსის განკარგულებაში აგრეთვე შედიოდა 2000 დაქირავებული ბერძენი შუბოსანი.

დარიოსის ჯარი, მართალია ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა რიცხვობრივად, თუმცა მათი უმეტესობა ალექსანდრეს მებრძოლებთან შედარებით გამოუცელი მეომარი იყო. ამ უკანასკნელის შუბოსნები შეიარაღებული იყვნენ ექვმეტრიანი შუბებით. სპარსელების მთავარი არმია ცუდად იყო გაწვრთნილი და მსუბუქად შეიარაღებული. დარიოსის დასაყრდენ ძალას 10 000 ბერძენი ჰოპლიტი (შუბოსანი) და პირადი დაცვა წარმოადგენდნენ (10 000 "უკვდავი სპარსელი"). დაქირავებული ბერძნები ფალანგათი იბრძოდნენ. ისინი მძიმე ფარებითა და სამ მეტრიანი შუბებით იყვნენ აღჭურვილები. უკვდავების შუბები კი დაახლოებით ხუთი მეტრისა იყო. სპარსელების არმიაში ბერძენთა მსაგვსად, აგრეთვე მძიმედ იყვნენ აღჭურვილები სომხებიც იყვნენ. დარიოსის ჯარის დანარჩენი წევრები კი მსუბუქად იყვნენ აღჭურვილები. მათ ძირითად საბრძოლო იარაღს მშვილდ-ისარი და სატყორცნი შუბები წარმოადგენდა.

მაკედონელთა არმია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე გამოთვლებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენაერთები რაოდენობა
მძიმედ აღჭურვილი ქვეითები 31 000
ფელტასტები (მსუბუქი ქვეითები) 9000
კავალერია 7000
სულ 47 000

ალექსანდრე ხელმძღვანელობდა მაკედონელების ჯარს, თრაკიელი მოკავშირეების რაზმს და ელინთა გაერთიანებულ არმიას. სულ 7000 კავალერისტი და 40 000 ქვეითი. ისტორიკოსების უმრავლესობას მიაჩნია რომ ეს არმია 31 000 მეომარისაგან შედგებოდა და ამას დამატებული 9000 ბერძენი ჰოპლიტი რეზერვში.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველი განლაგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარიოსმა შეეკრიბა საუკეთესო კავალერია აღმოსავლეთ სატრაპიებიდან და მოკავშირე სკათიელი ტომებისაგან. დარიოსმა აგრეთვე გამოიყვანა საბრძოლო ეტლები. მას აგრეთვე გამოეყვანა 15 ინდური საბრძოლო სპილო, თუმცა მათ ბრძოლაში ვერანაირი როლი ვერ ითამაშეს. ბრძოლის დაწყებამდე დარიოსმა ბრძანა ყველანაირი ბუჩქი თუ მცენარეულობა მოესპოთ, რათა გაეზარდა ეტლების ეფექტურობა.

დარიოსი თვითონ შუაში იყო თავის საუკეთესო ქვეითებთან ერთად, სპარსელი მეფეების ტრადიციის მიხედვით. მას გარშემო კავალერია, ბერძენი დაქირავებული მეომრები, სპარსელი მცველები, "უკვდავები" და მოისარნი იყვნენ.

ბესი მარცხენა ფლანგს, კავალერიას, განკარგავდა. ეტლები განთავსებული იყო წინ ბაქტრიელების მცირე ჯგუფთან ერთად. მაზაევსი მეთაურობდა მარჯვენა ფლანგს (სირიელებს, მედიელებს, მესოპოტამიელებს, პართიელებს, საკიელებს, კავკასიელ ალბანელებს, კაპადოკიელებს და სხვებს.) კაპადოკიელები და სომხები კავალერიების წინ იყვნენ განლაგებულები და მიუძღოდნენ შეტევას. ალბანელებისა და საკეზიელების კავალერია მაკედონიელების მარცხენა ფლანგისაკენ გაემართა.

ბერძნები ორ ნაწილად იყვნენ გაყოფილები. მარჯვენა მხარეს თავად ალექსანდრე მეთაურობდა, მარცხენას - პარმენიონი. დაქირავებული ჯარებიც გაყოფილი იყო ორ ჯგუფად, გამოცდილი მეომრები მარჯვენა ფლანგზე, და დანარჩენები აგრიანესა და მაკედონიელების მშვილდოსნების წინ იყვნენ ფალანგას გვერდით. პარმენიონი მარცხენა მხარეს ამყარებდა თესალიელ და თრაკიელ შენაერთებთან ერთად. მათ უნდა შეეკავებინათ სპარსელები, როდესაც ალექსანდრე გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებდა მარჯვნიდან.

ცენტრში, მარჯვნივ, იდგნენ კრეტელი დაქირავებული ჯარისკაცები. მათ უკან იყვნენ თესალიელების კავალერია ფილიპეს მეთაურობით და დაქირავებული ბერძნული ტომები. მათ მარჯვნივ იმყოფებოდნენ კი მოკავშირე ბერძენი კავალერია. ისინი ფალანაგათი მოდიოდნენ და შემდეგ ორ ნაწილად იყოფოდნენ.

ბრძოლის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრემ გასცა განკარგულება რომ ქვეითებს ფალანგა შეეკრათ და მტრის ხაზის ცენტრისკენ დაძრულიყვნენ. მაკედონელებმა ეშმაკურ ხერხს მიმართეს. მათ უკან დამხმარე რაზმი მოყვებოდათ და ცდილობდნენ სპარსელები მოეტყუებინათ. როდესაც ფალანგა სპარსელ ქვეითებს ებრძოდა, დარიოსმა კავალერიის დიდი ნაწილი და რეგულარული არმიის ნაწილი გააგზავნა რათა შეტაკებოდნენ პარმენიონს მარცხენა მხარეს.

ალექსანდრეს გადამწყვეტი შეტევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრეს გადამწყვეტი შეტევა

მარცხენა ფლანგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]