გაბრიელ საფარელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბრიელ.

გაბრიელ საფარელიX-XI საუკუნეების ქართველი ოქრომჭედელი. მისი ნამუშევრებიდან შემონახულია საფარის მონასტრის საწინამძღვრო ჯვარი (მოოქრული ვერცხლი, 52,5x44,5 სმ. როგორც ჩანს, ჯვარი მოგვიანებით ბრეთის ეკლესიაში გადმოუტანიათ. იგი სამეცნიერო ლიტერატურაში ბრეთის ჯვრის სახელითაა ცნობილი).

ჯვრის ცენტრში გამოსახულია ჯვარცმული ქრისტე, მკლავების ბოლოებში — ღვთისმშობლისა და იოანე მახარებლის ფიგურები (შესრულებულია გაბრიელ საფარელის თანაშემწის მიერ) და ორი მედალიონი (ანგელოზი და წვეროსანი წმინდანი). ყველა ფიგურა ცალკე ფირფიტაზეა ნაჭედი და შემდეგ ჯვარზე დაკრული. ჯვრის ზურგზე და ტარზე ფორლოვანი ორნამენტებია. წარწერებში, გარდა ოსტატისა, მოხსენიებულია ბაგრატ III, მისი მამა მეფეთ მეფე გურგენი და მართა დედოფალი. მათი ტიტულატურის მიხედვით ჯვრის შესრულების თარიღი უნდა იყოს 994-1001.

გაბრიელ საფარელი თავისი დროის მოწინავე ოსტატი იყო. მას აინტერესებდა ადამიანის გამოსახვა. იმავე დროს თვალდახუჭული ქრისტეს სახე, გამხდარი, დაძაბული სხეული უაღრესად ექსპრესიულია. დიდ დახელოვნებას მოწმობს ორნამენტის შესრულებაც.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 608, თბ., 1977