გაბრიელ დე მორტილიე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაბრიელ დე მორტილიე

გაბრიელ დე მორტილიე (ინგლ. Louis Laurent Gabriel de Mortillet; დ. 29 აგვისტო, 1821, მელანი — გ. 25 სექტემბერი, 1898, სენ-ჟერმენ-ან-ლე) — ფრანგი არქეოლოგი. 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციის მონაწილე. 1868-1885 წლებში სენ-ჟერმენის წინაისტორიულ სიძველეთა მუზეუმის თანამშრომელი და ხელმძღვანელი. შეიმუშავა პალეოლითური კულტურის განვითარების ქრონოლოგიური სქემა, რომელსაც საფუძვლად დაუდო შრომის იარაღის ფორმებსა და დამუშავების მეთოდებს შორის არსებული განსხვავება. მორტილიე იყო ევოლუციონისტი, ჩარლზ დარვინის მიმდევარი, მაგრამ მცდარი იყო მისი შეხედულება, თითქოს ცხოველთა და მცენარეული სამყაროს განვითარების კანონები ადამიანთა საზოგადოებაზე და ნივთიერი კულტურის საგანთა ფორმების განვითარებაზეც ვრცელდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]