გაბრიელი ( X საუკუნე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბრიელი.

გაბრიელიX საუკუნის ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა შატბერდის მონასტერში, სადაც 936 ვინმე გრიგოლ მირდატის ძის შეკვეთით გადაწერა სახარება, რომელიც ცნობილია ჯრუჭის I ოთხთავის სახელით (საქართველოს მეცნიერებათა აკედემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-1660). ჯრუჭის I ოთხთავი ნაწერია ეტრატზე, ორ სვეტად, მრგლოვნად, ყავისფერ-მოყვითალო მელნით. ასოები მსხვილია, სქელკონტურიანი, კვადრატული, ოდნავ შემაღლებული პროპორციებისა, უსამკაულო; ზოგი ასო ძალიან ჩამოგრძელებულია, რაც იმას მოწმობს, რომ ამ დროს უკვე ჩნდება დეკორატიული გაფორმების სურვილი. ეს ხერხი, სინგურის გამოყენებასთან ერთად, თვალსაჩინო დეკორაციულ ეფექტს ახდენს. 940 ჯრუჭის ოთხთავი კამარებითა და მინიატიურებით შეუმკიათ (თევდორე, „კამარათა მწერალი“).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 607, თბ., 1977