ბუხარის საამირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბუხარის სახანო)
ბუხარის საამირო
სპარს. شاهنشاهی بخارا
უზბეკ. ‎Buxoro amirligi
ტაჯიკ. Аморати Бухоро

 

17851920  

დროშა

ბუხარის საამირო 1850 წლისათვის
დედაქალაქი ბუხარა
ენა სპარსული, უზბეკური, ტაჯიკური
რელიგია სუნიტური ისლამი, შიიტური ისლამი, სუფიზმი, იუდაიზმი
მმართველობის ფორმა აბსოლუტური მონარქია (1868-1917 წლებში რუსეთის პროტექტორატის ქვეშ)
ემირი
 - 1911-1920 მუჰამედ ალიმ ხანი (ბოლო)
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს უზბეკეთის დროშა უზბეკეთი (ძირითადად)

ბუხარის საამირო — ფეოდალური სახელმწიფო შუა აზიაში, ძირითადად უზბეკეთის ტერიტორიაზე.

1740 წელს ბუხარის სახანო ნადირ-შაჰმა დაიპყრო. მისი სიკვდილის (1747) შემდეგ გაბატონდნენ მანღითები, რომელთა წარმომადგენლებიც ემირებად იწოდებოდნენ. სწორედ მათი მმართველობის პერიოდში არსებობდა ბუხარის საამირო. არსებითად ის წარმოადგენდა ბუხარის სახანოს მემკვიდრეს, რომელსაც მისი წინამორბედისაგან მმართველი დინასტია და მმართველის ტიტული განასხვავებდა.

1920 წელს წითელმა არმიამ ბუხარა აიღო და საამიროს არსებობაც დასრულდა. მის ტერიტორიაზე შეიქმნა ბუხარის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]