ბუძგორი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუძგორი – მწვერვალი შოდა-კედელას (რუბოძალის) ქედზე, ონის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე 3226 მ. აგებულია ქვედაცარცული თიხაფიქლებით, კარბონატული ქვიშაქვებითა და მერგელებით. ბუძგორის ჩრდილოეთ კალთაზე სათავე აქვს მდინარე რუბოძალს (რიონის მარჯვენა შენაკადი), სამხრეთ კალთაზე ჩაბალახის მარჯვენა და საკაოს მარცხენა შენაკადებს. მწვერვალი გაშიშვლებულია, კალთებზე ალპური და სუბალპური მდელოებია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სანებლიძე მ., ქსე, ტ. 2, გვ. 595, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები