ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება (1918)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუმინეთი (07.05.1918-10.11.1918)
იისფერი: ავსტრია-უნგრეთზე გადაცემული ტერიტორია; ლურჯი: ბულგარეთისთვის გადაცემული ტერიტორია; მწვანე: ცენტრალური სახელმწიფოების კონდომინიუმი; ნაცრისფერი: ოკუპირებული ტერიტორიები ცენტრალური სახელმწიფოების მიერ; ნარინჯისფერი: ბესარაბია, გაერთიანდა რუმინეთთან1918 წლის 9 აპრილს.

ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება (გერმ. Friede von Bukarest, უნგრ. Bukaresti béke, ბულგ. Букурещки договор, რუმ. Tratatul de la București) — სეპარატისტული სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 1918 წლის 7 მაისს რუმინეთსა და ცენტრალურ სახელმწიფოებს შორის. დასრულდა ომი ერთი მხრივ გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ბულგარეთს, ოსმალეთსა და, მეორე მხრივ რუმინეთს შორის.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ ხელი მოაწერა ბრესტის სეპარატისტულ ზავს 9 თებერვალს და რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავს 3 მარტს, რუმინეთი გახდა ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდა ცენტრალურ სახელმწიფოებთან. 1918 წლის 1 მარტს ბუქარესტში დაიწყო მოლაპარაკებები სეპარატისტულ ზავზე. ზავის თანახმად რუმინეთმა ბულგარეთს დაუბრუნა 1913 წლის ზავით მიღებული სამხრეთი დობრუჯა. ჩრდილოეთ დობრუჯაზე 4 სახელმწიფოს კონდომინიუმი დაწესდა.

ცენტრალური სახელმწიფოები შეთანხმდნენ არ შეწინააღმდეგებოდნენ ბესარაბიისა და რუმინეთის გაერთიანებას. ხელშეკრულება არ ყოფილა რუმინეთის მხრიდან რატიფიცირებული, ხოლო პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ საერთოდ გაუქმდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]