ბუმბლიჭამიები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუმბლიჭამიები
Felicola-louse.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Mallophaga

ბუმბლიჭამიები (ლათ. Mallophaga) — მწერების რიგი. ფრინველებისა და ძუძუმწოვრების გარეგანი პარაზიტები. მათი 1-10 მმ სიგრძის სხეული დაფარულია ჯაგრით, რითაც მასპინძლის ბუმბულსა და ბეწვს ემაგრებიან. აქვთ დიდი სამკუთხა თავი და მღრღნელი პირის აპარატი, რომელიც თავის ქვედა მხარესაა გადმონაცვლებული. იკვებებიან მასპინძლის ბეწვით, ბუმბულით ან ეპიდერმისით. ცნობილია, ბუმბლიჭამიების 2500-მდე სახეობა. გვხვდება ყველგან. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ბუმბლიჭამიების ფაუნისტური შედგენილობა მთლიანად შესწავლილი არ არის. ამ პარაზიტების არეალი მათი მასპინძელი ცხოველის გავრცელებას შეესაბამება.

ლიტერატურა[რედაქტირება]