ბულმასტიფი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Bullmastiff Junghund 1 Jahr.jpg

ბულმასტიფიძაღლის ჯიში, ბულდოგისა და მასტიფის ნაჯვარი.

აღწერა[რედაქტირება]

ბულმასტიფი არის ძალიან ძლიერი ძაღლი, კარგად განვითარებული მუსკულატურით. თავი განიერი და კვადრატული, ძლიერი კბილებით, ყურები ჩამოყრილი და უკან გაწეული, მოკლე ბეწვი, შეფერილობა მოყვითალო მოყავისფრო, ალისფერი და ვეფხვისფერი. ძალიან მოსიყვარულე, ერთგული, დამჯერი, ყურადღებიანი, უშიშარი და ენერგიული ძაღლი.

წარმომავლობა[რედაქტირება]

ბულმასტიფის სამშობლოა დიდი ბრიტანეთი. ეს ჯიში 1872 წელს ინგლისელმა მეტყევეებმა ორი ჯიშის, ბულდოგის და მასტიფის შეჯვარებით გამოიყვანეს. მათ უნდოდათ ჰყოლოდათ ძაღლი რომელიც იქნებოდა ძლიერი, მასიური და უმიზეზოდ არ იყეფებდა. ოფიციალურად ეს ჯიში აღიარეს 1924 წელს.

ზოგადი ცნობები[რედაქტირება]

  • სიმაღლე: ხვადი 64-68 სმ, ძუ 61-66 სმ.
  • წონა: ხვადი 50-59 კგ, ძუ 45-54 კგ
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა: 8-10 წელი
  • წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: