ბულგარეთის შეიარაღებული ძალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბულგარეთის შეიარაღებული ძალები
ბულგარეთის შეიარაღებული ძალები
Българска армия
შტაბი სოფია, ბულგარეთი
ალიანსი NATO
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია:
სახმელეთო ძალები/არმია არმია
სამხედრო-საჰაერო ძალები სამხედრო-საჰაერო ძალები
საზღვაო ძალები სამხედრო-საზღვაო ძალები
ხელმძღვანელობა
მთავარსარდალი პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი
მინისტრი ანჯელ ნაიდენოვი
მინისტრის წოდება ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი
თავდაცვის შტაბის მეთაური გენერალი სიმეონ სიმეონოვი
შემადგენლობა
სამხედრო ასაკი 18
გაწვევა არა
ხელმისაწვდომია სამხედრო სამსახურისთვის 3 208 526, 16-49 წლ. (2008)
ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის 2 320 955, 16-49 წლ. (2008)
ყოველწლიურად სამხედრო ასაკს აღწევს 63 444. (2008)
აქტიური სამხედრო პერსონალი 34 975 [1]
სარეზერვო სამხედრო პერსონალი 302 500
ქვეყნის გარეთ განლაგებული ძალები იხილეთ ქვემოთ
ინდუსტრია და დანახარჯები
ბიუჯეტი US$ 1 მილიარდი (2009) (63-ე მსოფლიოში) [2]
მშპ-ის პროცენტი 1.98% (2009) [3]
საშინაო მომწოდებლები TEREM
Arsenal Corporation
საგარეო მომწოდებლები ამჟამად:
იტალიის დროშა Italy
გერმანიის დროშა Germany
რუსეთის დროშა Russia
აშშ-ის დროშა United States

ყოფილი:
საბჭოთა კავშირის დროშა Soviet Union

ექსპორტი €210,000,000 (2008)[4]
€145,000,000 (2009)[5]
€260,000,000 (2010),[6]
€232,000,000 (2011)[7]
€219,412,155 (2012)[8]

ბულგარეთის შეიარაღებული ძალები (ბულგ: Българска армия) — ბულგარეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს ბულგარეთის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია: არმია, სამხედრო-საჰაერო ძალები (Военновъздушни сили), სამხედრო-საზღვაო ძალები (Военноморски сили на Република България).

ბულგარეთში გაუქმებულია სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევა და შეიარაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზეა გადასული.

ბულგარეთის შეიარაღებაში მყოფი T-72 ტიპის ტანკები სწავლების დროს

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად ბულგარეთის არმია მუდმივად თამაშობდა უდიდეს როლს ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. თავისუფლების მოპოვებიდან (1878) რამდენიმე წელიწადში ბულგარეთის გახდა რეგიონის სამხედრო ლიდერი და ქვეყნის არმია მონაწილეობდა უმნიშვნელოვანეს ომებში – სერბეთ-ბულგარეთის ომი (1885), ბალკანეთის პირველი ომი (1912–13), ბალკანეთის მეორე ომი (1913), პირველი მსოფლიო ომი (1915–1918) და მეორე მსოფლიო ომი (1941–1944). ამ ომებში ბულგარეთის არმიამ მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილება მიიღო. ცივი ომის დროს ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ვარშავის პაქტის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა (152 000 ჯარისკაცი, 1988).[9] სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ბულგარეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ნატო-ში გაწევრების პოლიტიკურ გზას დადგომოდა და დაიწყო სამხედრო მოსამსახურეთა და შეიარაღების შემცირება. 2004 წლის 29 მარტს ბულგარეთი ნატო-ში გაწევრდა. სადღეისოდ 776 ბულგარელი ჯარისკაცი განლაგებულია სამ ქვეყანაში.

ბულგარეთი და საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლიდან დღემდე, ევროკავშირის მისიის ფარგლებში, 12 ბულგარელი მშვიდობისმყოფელი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მონიტორგს აწარმოებს. [10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. IISS 2010, pp. 121–123
  2. Official Military Expenditures List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-22. ციტირების თარიღი: 2009-11-22.
  3. [1]
  4. България продала повече оръжие отколкото по Живково време, vesti.bg, 4 December 2008
  5. Изнесли сме оръжия за над €145 млн. през 2009г., News.bg, 1 September 2010
  6. Bulgaria's 2010 Arms Exports Amounted to EUR 260 M, Novinite, 20 July 2011
  7. Bulgaria's 2011 Arms Exports Amounted to EUR 232 M investor.bg, 28 March 2013
  8. Bulgaria's 2012 Biggest Arms Exports Are With Algeria and Afghanistan mediapool.bg, 05 June 2013
  9. Bulgaria – Military Personnel
  10. [2] დაარქივებული 2011-07-11 საიტზე Wayback Machine. , ბულგარეთის თავდაცვის სამინიტროს ოფიციალური საიტი

თარგი:ბულგარეთის თემები