ბულანჩოსწვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბულანჩოსწვერი
ბულანჩოსწვერის (ცენტრში) ხედი დასავლეთიდან
ბულანჩოსწვერის (ცენტრში) ხედი დასავლეთიდან
კოორდინატები: 42°16′09″ ჩ. გ. 45°31′49″ ა. გ. / 42.26917° ჩ. გ. 45.53028° ა. გ. / 42.26917; 45.53028
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თელავის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3256 
ქედი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი
ამგებელი ქანები კვარციანი ქვიშაქვა და თიხაფიქალი
ბულანჩოსწვერი — საქართველო
ბულანჩოსწვერი
ბულანჩოსწვერი — კახეთის მხარე
ბულანჩოსწვერი
სურათები ვიკისაწყობში

ბულანჩოსწვერიმთა საქართველოში, კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, აბანოს უღელტეხილთან, მდინარეების თუშეთის ალაზნისა და სტორის შენაკადთა სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3256 მ. აგებულია ქვედაიურული კვარციანი ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით: აქვს კლდოვანი რელიეფი, განიცდის ინტენსიურ დენუდაციას. კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]