ბულავინის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბულავინის სახლი
რუს. Дом Булавина
კოორდინატები 47°14′18″N 40°02′06″E / 47.2384° ჩ. გ. 40.035° ა. გ. / 47.2384; 40.035
მდებარეობა სტაროჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი

ბულავინის სახლი (რუს. Дом Булавина) — ორსართულიანი, ისტორიული სახლი სტაროჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს სტაროჩერკასკის მთავარი მოედნის ახლოს, პრაქტიკულად პეტრე-პავლეს ეკლესიის პირდაპირ.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული ტრადიციის მიედვით ითვლება, რომ მასში ცხოვრობდა და აქვე გარდაიცვალა 1707-1709 წლების გლეხთა ომის ლიდერი კონდრატე ათანასეს ძე ბულავინი. სახლი არ ყოფილა მისი პირადი საკუთრება. მან სახლი დაიკავა მას შემდეგ, რაც აიღო ჩერკასკი და თავი გამოაცხადა ატამანად.

სახლი არის XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ქვის საცხოვრებელი არქიტექტურული ძეგლი.შენობას კვადრატული ფორმა აქვს. კედლები დაახლოებით ერთი მეტრის სისქისაა, კარი რკინისგანაა დამზადებული, ფანჯრებზე გისოსებია - ყველაფერი ეს მიანიშნებს, რომ იგი იყო სახლი-ციხესიმაგრე[1].

ოქტომრის რევოლუციის შემდეგ შენობა თანდათან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დამახინჯდა მისი თავდაპირველი სახე.

1970-იან წლებში ბუავინის სახლი სტაროჩერკასკის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ნაწილი გახდა. დაიწყო სარესტავრაციო და აღდგენითი სამუშაოები. მაგრამ სახლს დაუბრუნეს არა თავდაპირველი, არამედ XIX საუკუნის შუა წლების სახე. ბულავინის დროს XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე არ ჰქონდა გარე კიბე (მეორე სარტულს უკავშირდებოდნენ შიდა კიბით), ვერანდა მეორე სართულზე, რკინის კარი. აღნიშნული სახით სახლი მტრების თავდასხმის დროს იყო ციხესიმაგრის ფუნქციების მატარებელი.

ამჟამად შენობაში განთავსებულია სამუზეუმო ექსპოზიცია[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дом Кондратия Булавина. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-29. ციტირების თარიღი: 2017-03-14.
  2. Дом Булавина