ბუვე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბუვე (ნორვ. Bouvetøya) – ვულკანური წარმოშობის უკაცრიელი კუნძული ანტარქტიდაში. მდებარეობს ატლანტის ოკეანის სამხრეთით და სამხრეთ აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით. ბუვე არის ნორვეგიის დამოკიდებული ტერიტორია, რომელიც მდებარეობს სამხრეთის 60°-იან პარალელზე. ამ ტერიტორიაზე არ ვრცელდება ანტარქტიდული ტერიტორიული ხელშეკრულება. კუნძულის ფართობი შეადგენს 49 კმ²-ს, ტერიტორიის 93% ყინულებს უკავია. ბუვედან 2,500 კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს კეიპტაუნი.
ეს არის მსოფლიოში ყველაზე შორეული კუნძული.