ბუენა-ვისტას ყურე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბუენა-ვისტას ყურის ადგილმდებარეობა (კუბა).
ბუენა-ვისტას ყურე (ესპ. Bahia de Buena Vista) — ყურე ატლანტის ოკეანეში, კუბის დაახლოებით ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთით. მდებარეობს სანქტი-სპირიტუსის, ვილია-კლარისა და სიეგო-დე-ავილის პროვინციებში. ყურე ვრცელდება ხმელეთსა და არქიპელაგს შორის. უხვადაა რიფები, რომლებიც ქმნიან ყურის ჩრდილოეთ საზღვარს, სადაც ვრცელდება საბანა-კამაგუეის არქიპელაგში შემავალი არაერთი კუნძული. ბუენა-ვისტას ყურე თავის ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარეს იხსნება ნიკოლასის სრუტისკენ, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ძველი ბაჰამის სრუტისკეს.
ბუენა-ვისტას ყურის სამხრეთ სანაპიროზე შექმნილია კაგუანესის ეროვნული პარკი. რიფები შეიცავენ დაახლოებით 20-მდე ენდემურ სახეობას. 2000 წელს ტერიტორია გამოცხადდა ბიოსფერულ ნაკრძალად.[1] 2002 წელს შეუერთდა რამსარის კონვენციას.[2]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- SNAP.cu (ესპანური)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Biosphere Reserve Information: Buenavista. წაკითხვის თარიღი: 10-30-2007.
- ↑ Cuba designa cinco nuevos sitios Ramsar. წაკითხვის თარიღი: 18-11-2002.