ბუდიონური ცხენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუდიონური ცხენები

ბუდიონური ცხენი — სამამულო ჯიშის საჯდომი ცხენი. გამოყვანილია 1921-1948 წლებში როსტოვის ოლქის ს. ბუდიონისა და პირველი ცხენოსანი არმიის სახელობის ცხენსაშენებში. ბუდიონურ ცხენში შერწყმულია დონური და ხალასსისხლიანი საჯდომი ჯიშების საუკეთესო თვისებები. ბუდიონური ცხენი ტანადია, მოხდენილი, ფერად თაფლაა, იშვიათად ქურანა. საშუალო განაზომები (სმ-ით) ულაყისა: სიმაღლე მინდაოში — 162,2; ტანის ირიბი სიგრძე — 163,5; გულმკერდის ირგვლივ — 186,0; ნების ირგვლივი — 20,5; ფაშატისა შესაბამისად: 161,8; 163,3; 189; 20,0 ულაყის ცოცხლი მასა საშუალოდ 550 კგ, ფაშატისა 500 კგ.

იყენებენ შესაჯდომად, შესაბმელად (მსუბუქ სამუშაოზე) და საცხენოსნო სპორტში. გამოირჩევა დიდი შრომისუნარიანობითა და ამტანობით. დოღში სიმკვირცხლით ყველა სამამულო ჯიშს სჯობია.

ლიტერატურა[რედაქტირება]