ბუდინაჟი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბუდინაჟი (ფრანგ. boudinage; < boudin – ძეხვი) — შრეებში მოქცეული მკვრივი ქანების ფენების ან ძარღვების დანაწევრება ცალკეულ ლინზებად და ბლოკებად. ბუდინაჟი გამოწვეულია ტექტონიკურად დაძაბულ პლასტიკურ შრეებში მოქცეული მკვრივი გეოლოგიური სხეულის გასრესით. ასეთი ვითარება იქმნება, მაგალითად, ძლიერ მოხრილი ნაოჭის ფრთებზე, სადაც შედარებით უფრო პლასტიკური შრეები ტექტონიკური წნევის ზეგავლენით იწელება, წყვეტს შიგ მოყოლილ შედარებით უფრო მკვრივ ფენას ბლოკებად და გარს ეკვრის მათ. ბუდინაჟი უმეტესად შეინიშნება მეტამორფულ ქანებში.
ყველაზე დიდი ბუდინაჟი სისქეში 20 მ-მდეა, ყველაზე წვრილი დაახლოებით — 1 სმ-მდე.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ბუდინაჟი – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- ბუდინაჟი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 552, თბ., 1977 წელი.